მოგესალმებით,
რამოდენიმე ჩივილზე ცალ–ცალკე უკვე გიპასუხეთ წინა შეტყობინებაში, იხილეთ ბმული: https://kirurgia.ge/ask/32697/aritmia,-termoregulaciis-darghveva-
რაც შეეხება თავის ტკივილს და ყურის წუილს, შესაძლოა ამ ორ სიმპტომს, ერთი პათოლოგია აერთიანებდეს. ამიტომ, სასურველია პირველ რიგში გამოირიცხოს ყელ–ყურ–ცხვირის დაავადებები ( ყურის ანთებითი პროცესები, ყურში საცობის არსებობა და ა.შ.).
რაც შეეხება უენერგიობას, ამ მდგომარეობას, შესაძლოა უამრავი მიზეზი ჰქონდეს, მაგალითად:
● არასაკმარისად ხანგრძლივი ან მოუსვენარი ძილი;
● დაგროვილი სტრესი;
● ავიტამინოზი და არასწორი კვება;
● ენდოკრინული დაავადებები (ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელიზედა ჯირკვლების დაავადებები);
● გულსისხლძარღვთა და სისხლის დაავადებები (ათეროსკლეროზი, ჰიპერტონიული და ჰიპოტონიური დაავადებები, ანემიები);
● ინფექციური დაავადებები (ტუბეკულოზი, ქლამიდიოზი, ქრონიკული ვირუსული დაავადებები), ჭიებით ინვაზია;
● ნერვული სისტემის დაავადებები და სხვადასხვა ფუნქციური აშლილობები (ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია, ნევროზები, დეპრესიები);
დისტანციურად მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ, გირჩევთ თქვენც თავი აარიდოთ დამოუკიდებლად თვითმკურნალობას.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, ანამნეზის შეკრებისა და მდგომარეობის ობიექტურად შეფასების შემდეგ, ჩვენი მაღალკვალიფიციური ნევროლოგი, აუცილებლად დაგეხმარებათ და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა მარჯვენა მხარეს მიწუის ყური თითქმის თვეა მქონდა საშინელი თავის ტკივილები გულ მკერდის არეში ხუთვას ვგრძნობ უცებ მივარდება გული და ყელში მაქვს თითქოს ,ჰაერის უკმარისობაც მაქვს.ხშირად მეხვევა თავბრუ და გადაღლილოვას ვგრძნობ. ანალიზები გავიკეთე და ფარისებრი ჯირკვალი გამორიცხულია ასევე ჰორმონებიც წესრიგშია ოდნავ მაქვს გემოგლობინი დაბალი. ვმუშაობ და ამას ვაბრალებ ზოგჯერ მაცივართან მიწევს დგომა. როგორ აღვიდგინო ენერგიები და გავიქრო ეს პრობლემები
პასუხი: