არითმია, თერმორეგულაციის დარღვევა - კარდიოლოგია

კითხვა: გამარჯობა თავის ტკივილები მაწუხებს რამდენიმე თვეა გარდა ამისა გული ხშირად მიჩქარდება და მკერდის არეში მაქვს ხოლმე ჩხვლეტის შეგრძნება .ძალიან მალე ვიღლები ხელები და ფეხები სულ ცივი მაქვს ასევე მარტივად მიბუჟდება.ყურები დაგუბებული მაქვს და ღამით მეღვიძება .დამამშვიდებლები დავლიე მაგრამ არ მშველის თქვენ რას მირჩევთ
პასუხი:

მოგესალმებით, 

გულის რიტმის დარღვევა იმდენად რთული და მრავლისმომცველი საკითხია, რომ ცალკე დარგად – არითმოლოგიად არის გამოყოფილი.

არითმია, იგივე დისრითმია არის დაავადებათა ჯგუფი, რომლის დროსაც გულის ცემა შეიძლება იყოს ძალიან სწრაფი, ან ძალიან ნელი.

არითმიების მრავალ ფორმას სიმპტომები არ აქვს, თუმცა, ზოგადი სიმპტომები შეიძლება იყოს:

  •  თავბრუსხვევა და სისუსტე;
  •  ქოშინი;
  •  მკერდის ტკივილი;
  •  სინკოპე - გონების დაკარგვა.

ბუნებრივია, იმპულსების აღმოცენების სიჩქარე ყოველთვის ერთნაირი არ არის. ახალშობილის გული, მაგალითად, წუთში 130-160-ჯერ ძგერს, მოზრდილისა კი 60-90-ჯერ.

არითმია ზოგჯერ სავსებით კეთილთვისებიანია და მკურნალობა არ სჭირდება.

ზოგჯერ წლობით მიმდინარეობს, ეს ყოველივე არითმიის ფორმასა და მის გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული.

გარდა გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიისა, გულის რიტმის დარღვევა შესაძლოა გამოიწვიოს ან ხელი შეუწყოს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებმა, შაქრიანმა დიაბეტმა, ზოგიერთმა მედიკამენტმა (თუნდაც გაციების, სურდოს, ხველის საწინააღმდეგო ზოგიერთმა პრეპარატმა), კოფეინმა, ნიკოტინმა,  ალკოჰოლმა და ა.შ.

თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნავთ „ხელები და ფეხები სულ ცივი მაქვს“ ,  ვფიქრობთ, რომ საქმე შესაძლოა ეხებოდეს ენდოკრინული სისტემის პათოლოგიას.

ამ დროს საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე ანალიზი.

პირველ რიგში, უნდა  გამორიცხოთ  ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია, ანემია, ხოლო შემდეგ მიმართოთ ანგიოლოგსა და კარდიოლოგს.

გაცნობებთ, რომ ჩვენი კლინიკა არის მულტიპროფილური, გვყავს ყველა ექიმი, რაც ხელს შეგიწყობთ და არ მოგიწევთ სხვადასხვა კლინიკაში სპეციალისტებთან ვიზიტი.

კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ კვლევებზე ფასდაკლებას, ვრცლად კი  იხილეთ ბმულებზე:

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა