კარდიოლოგიური პათოლოგია - კარდიოლოგია

კითხვა: გამარჯობა ჩემ მეუღლეს უვარდება წნევა დაბლა 100.50 90.40 ზეც ხშირად აქ ეწყება გულის ფრიალი შუბლის არეში ტკივილი უჰაერობა პულსაცია აკ 55 ბრადიკარდის ნიშნებია? თუ კიდევ შეილება რამე გულის სხვა პრობლემები იყოს. 39 წლის არის
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, თუ გულისცემის სიხშირე მოსვენებულ მდგომარეობაში 60-ზე ნაკლებია, ეს იმას ნიშნავს, რომ პაციენტს აქვს ბრადიკარდია.
თუმცა, თქვენი მეუღლის შემთხვევაში რა არის გამომწვევი მიზეზი, ამას მიმოწერის რეჟიმში ვერ მოგახსენებთ.
დიაგნოსტირებისთვის საჭიროა - კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები.
ჩვენს კლინიკაში დიაგნოსტირება ხდება სხვადასხვა კვლევის საშუალებით:

  • ელექტროკარდიოგრაფია – ეს არის გამოკვლევის მეთოდი, როდესაც ხდება გულის ელექტრული აქტივობის ჩაწერა;
  • ჰოლტერის მონიტორინგი - მცირე ზომის პორტატული ჩამწერი სხეულის ზედაპირიდან იწერს უწყვეტ ელექტროკარდიოგრამას 24-48 საათის განმავლობაში;
  • დატვირთვის ტესტი – ეს გამოკვლევა გამოიყენება ისეთი არითმიის დიაგნოსტირებისთვის, რომელიც ფიზიკურ დატვირთვაზე აღმოცენდება. ამ გამოკვლევით აგრეთვე შეიძლება იმის დადგენა არითმიას კავშირი აქვს თუ არა გულის კორონარული არტერიების დაავადებასთან;
  • ექოკარდიოგრაფია – ამ გამოკვლევით შეიძლება დადგინდეს არითმიის მიზეზი გულის კუნთის ან სარქვლის დაავადება ხომ არ არის;
  • კორონარული არტერიოგრაფია (კორონაროგრაფია) – ამ გამოკვლევის საშუალებით დგინდება გულის მკვებავი (კორონარული) არტერიების მდგომარეობა და შესაძლებელია დავადგინოთ არის თუ არა არითმია კავშირში გულის მკვებავი არტერიების დაავადებასთან.

თქვენს მეუღლეს შეუძლია, რომ მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში კარდიოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ანამნეზისა და ზოგადი მონაცემების შეჯერების შემდეგ, ექიმი შეურჩევს საჭირო კვლევას დიაგნოსტირებისათვის, ხოლო შემდეგ დაუნიშნავს შესაბამის მკურნალობას.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა