ჰიპერტენზიის მიზეზი - კარდიოლოგია

კითხვა: წნევის მიზეზი რა შეიძლება იყოს
პასუხი:

მოგესალმებით!
არტერიული ჰიპერტენზია საწყის ეტაპზე, ხანგრძლივი დროის მანძილზე, შესაძლოა ჩივილებისა და ყოველგვარი გამოვლინებების გარეშე მიმდინარეობდეს. არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს გულის, თავის ტვინისა და თირკმლების სისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარების უმთავრეს რისკ–ფაქტორს
არტერიული ჰიპერტენზიის გამომწვევი მიზეზები უცნობია, თუმცა დადგენილია ის რისკ–ფაქტორები, რომელთა არსებობა ხელს უწყობს ამ დაავადების განვითარებას. ეს ფაქტორებია:

  • მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა;
  • ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა (ჰიპოდინამია);
  • სიმსუქნე;
  • სუფრის მარილის ჭარბი მოხმარება;
  • ჰიპერლიპიდემია (ლიპოპროტეინის ანომალური მატება);
  • ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
  • თამბაქოს მოწევა.

სიმპტომური ჰიპერტენზია, რომელიც არ წარმოადგენს დამოუკიდებელ დაავადებას და განიხილება, როგორც სხვა პათოლოგიების გამოვლინება.
მსუბუქი და ზომიერი არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა იწყება ერთი პრეპარატის დანიშვნით, ძირითადად შარდმდენებით, საშუალო და მძიმე ფორმის შემთხვევაში – ორი, ან მეტი პრეპარატის კომბინაციით.
ხშირად წნევის დაქვეითება მკურნალობის ფონზე იწვევს სისუსტეს, შრომის უნარის დაქვეითებას, ძილიანობას, თუმცა ასეთი დისკომფორტი დაახლოებით 10 დღეში გაივლის.
შემოგთავაზებთ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის სრულყოფილ გამოკვლევას 166 ლარის ნაცვლად 99 ლარად, რომელშიც შედის:

  • ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია;
  • ექოკარდიოგრაფია;
  • ელექტროკარდიოგრაფია;
  • გლუკოზის განსაზღვრა სისხლში;
  • ლიპიდურისპექტრი;
  • კრეატინინი.

გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25 რათა ისარგებლოთ აღნიშნული აქციით!
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა