წითელი ღვინო - კარდიოლოგია

კითხვა: ქოლესტერინის დასაცავად ექიმმა მითხრა სადილზე ერთი ჭიქა წითელი ან შავი ღვინო მისაღებიაო. ძალიან გთხოვთ მირჩიოთ მისაღებია თუ არა და კერძოდ რომელი ჯიშის ყურძნის ღვინოა მისაღები?გმადლობთ.
პასუხი:

მოგესალმებით,
წითელი ღვინო შეიცავს ვიტამინებს B2, B1, C, D, რკინას, კალიუმს, მაგნიუმს, იოდს, მანგანუმსა და ოქროს. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს ამინომჟავებს, რაც მის სამკურნალო თვისებებს განაპირობებს. ასევე შეიცავს ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს - ფლავანოიდებს.
გარდა ამისა, წითელი ღვინო კარგი ანტიოქსიდანტია.
ქოლესტერინი კი, არის ცხიმი, რომელიც ცირკულირებს სისხლში და გამოიყენება როგორც სამშენებლო კომპონენტი ორგანიზმის ყველა უჯრედისათვის (ქოლესტერინი დიდ ოდენობაში შეიძლება აღმოვაჩინოთ კუნთებში, ტვინში, ღვიძლში), და ასევე მონაწილეობს მრავალი ჰორმონის მაგალითად ტესტესტერონის შექმნაში.
ქოლესტერინის ნადების ფორმირება ხდება ღვიძლის მუშაობის დარღევისას. ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის ნორმალური მუშაობისთვის საჭიროა ცხოველური და მცენარეული ცხიმის ზომიერი ოდენობის ჩართვა რაციონში.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, შეგიძლიათ მიირთვათ ალექსანდროულის ჯიშის ყურძენისა და საფერავისაგან დამზადებული წითელი ღვინო.
რეკომენდაციისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში კარდიოლოგთან კონსულტაციაზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა