მოგესალმებით,
ჩვეულებრივ, გულის წასვლა 15–30 წამი გრძელდება, ზოგჯერ რამდენიმე წუთიც, მაგრამ თუ პაციენტი 5 წუთზე მეტ ხანს უგონოდაა, ეს შეიძლება არა გულის წასვლა, არამედ სერიოზული დაავადების გამოვლენა იყოს. ამავდროულად რაც უფრო ხანგრძლივია ცნობიერების დაკარგვა, მით მეტია თავის ტვინის დაზიანების ალბათობა.
გონის დაკარგვის მიზეზი მრავალია, მაგრამ ყველას აერთიანებს ის, რომ თავის ტვინი ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს (პირველ რიგში, გლუკოზას) საკმარისად ვერ იღებს.
ვიმედოვნებთ, რომ ასეთი შემთხვევა არ განმეორდება, თუმცა თუ ასე არ მოხდა, გირჩევთ:
უეცრად არ წამოდგეთ, ხშირად და პატარა ულუფობით ჭამეთ და ჩაცუცქებით ჯდომას მოერიდეთ.
სხვა მიზეზები შეიძლება იყოს ეპილეფსიური და ისტერიული შეტევა, სისხლში შაქრის დონის შემცირება და ა,შ.
პირველ რიგში სასურველია ეწვიოთ კარდიოლოგს, რათა გამოირიცხოს პათოლოგიები.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც შემოგთავაზებთ სრულ კარდიოლოგიურ კვლევაზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !