კითხვა: გამარჯობა.გულის ამოვარდნები და უეცარი აჩქარებები მაქვს ხოლმე.ვიყავი ექიმთან და არაფერი გაქვს გულზეო.ფარისებრიც ნორმა მაქვს. მინდა დავკავდე სპორტით,ფიტნესით და საშიში ხოარ იქნებაა??? თუ გულზე არაფერი მაქვს რისი ბრალი შეიძლება იყოს მაშინ? !როცა რამე სწრაფ მოძრაობას ვაკეთებ მაშინაც შეიძლება ამი ჩქარდეს ან უბრალოდ მოსვენებულ მდგომარეობაშიც.თითქოს ამიფრთხიალდა გული:)) რას მირჩევთ მიპასუხეთ გთხოვთ. ბიდოპი 5მლ.დამინიშნა ექიმმა და თქვენც მრჩევთ?? დიდი მადლობა მაგარი საიტი გაქვთ:))
პასუხი:

მოგესალმებით,
არითმია წარმოადგენს მდგომარეობას, როცა გულის რითმი დარღვეულია. არითმია, იგივე დისრითმია არის დაავადებათა ჯგუფი. გულის ცემა შეიძლება იყოს ძალიან სწრაფი, ან ძალიან ნელი.
ეს იმდენად რთული და მრავლისმომცველი საკითხია, რომ ცალკე დარგად – არითმოლოგიად არის გამოყოფილი.
არსებობს არითმიების ოთხი ძირითადი ტიპი. ექსტრა შეკუმშვები, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია, ვენტრიკულური არითმიები და ბრადიარითმიები.
იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ, გამწვავების რისკი, გულის არითმიების დროს, მკაცრად უნდა დაიცვათ ყველა სამედიცინო რეკომენდაცია ძირითადი დაავადებების (ჰიპერტენზია, თირეოტოქსიკოზი, გულის იშემიური დაავადება, ათეროსკლეროზი, კარდიოსკლეროზი, გულის თანდაყოლილი და შეძენილი ავადმყოფობა, მიტრალური სტენოზი და ა.შ.) მკურნალობის კუთხით.
არითმიების აღმოცენების პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია შერჩეული დიეტის დაცვა, უარის თქმა ისეთ სასმელებზე როგორიცაა : ძლიერი ყავა, ჩაი, სპირტიანი სასმელები.
სასარგებლოა ზომიერი ფიზიკური აქტივობა, სუფთა ჰაერზე ფეხით სიარული, ძილის მოწესრიგება, სხეულის წონის ოპტიმიზირება, სისხლში შაქრის მონიტორინგი და კორექცია.
სასურველია, პირველ რიგში დადგინდეს არითმიის ტიპი და მიზეზები.
რაც შეეხება „ბიდოპს“ მისი ჩვენებაა კარდიოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცით კარდიოლოგიური დიაგნოზი რა არის, ამომწურავ პასუხს ვერ გაგცემთ.
მიჰყევით მკურნალი ექიმის დანიშნულებას, ჩააყენეთ საქმის კურსში. ხოლო თუ გსურთ მაღალკვალიფიიცური ექიმის მოსაზრების მოსმენა, შეგიძლიათ მობრძანდეთ კონსულტაციაზე. სადაც შეფასდება თქვენი მდგომარეობა ობიექტურად და ჩატარებულ კვლევათა მონაცემების მიხედვით, შეგერჩევათ მკურნალობის მეთოდი.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა