ჰიპოტენზია - კარდიოლოგია

კითხვა: წნევა მაქვს ხშირად 120_80 ჩემი ნორმა100 -70 ფარისებრი ნორმალურია tsh ნორმაა სისხლის ანალიზი ნორმაშია ელ კარდიოგრამაზრც არაფერი ჩანს პულსი 80 არითმია გახშირებული
პასუხი:

მოგესალმებით,
თანამედროვე მონაცემებით, ნორმაში არტერიული წნევა 120/80-ს არ უნდა აღემატებოდეს.
მრავალი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ოპტიმალური მაჩვენებელი 115/75-ზეა.
ზოგიერთი კარდიოლოგის აზრით, ჰიპოტენზიად უნდა ჩავთვალოთ სისტოლური წნევის 90-ზე და დიასტოლურის 60-ზე ნაკლები მაჩვენებლები.
ჰიპოტენზია შეიძლება გამოიწვიოს:

  • მედიკამენტები – ჰიპოტენზიური ეფექტი აქვთ დიურეზულ საშუალებებს (შარდმდენებს) და მაღალი წნევის სამკურნალო სხვა პრეპარატებს; 
  • გულის პათოლოგიები;
  • ჰორმონული დარღვევები – მიზეზი შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის ზედმეტი აქტიურობა ან, პირიქით პასიურობა;
  • თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების უკმარისობა;
  • სისხლში შაქრის ოდენობის შემცირება;
  • დიაბეტი.

როგორც მოგვითხრობთ, გაქვთ არითმია , იგივე დისრითმია არის დაავადებათა ჯგუფი, რომლის დროსაც გულისცემა შეიძლება იყოს ძალიან სწრაფი, ან ძალიან ნელი.
სასურველია, დარწმუნებით გამოირიცხოს კარდიოლოგიური პათოლოგიები.
კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ გულ–სისხლძარღვთა სისტემის სრულყოფილ გამოკვლევაზე ფასდაკლება, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad

ასევე, ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია არითმიის ტიპის დაზუსტების მიზნით ისეთი თანამედროვე მეთოდის გამოყენება,როგორიცაა – ჰოლტერის 24 საათიანი მონიტორინგი.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა