მეწაღის გულმკერდის ოპერაცია Nuss-ის მეთოდით - კარდიოლოგია

კითხვა: მაინტერესებს მეწაღის გულმკერდის ოპერაცია საქართველოში თუ კეთდება Nuss-ის მეთოდით, რა ღირს და აღნიშნული ოპერაციის გაკეთება თუ შეიძლება 21 წლის და მეტი ასაკის პირებზე.
პასუხი:

მოგესალმებით,
ე.წ. ნუსს-ის ოპერაცია ეს არის თორაკოსკოპიული მეთოდით მეწაღის გულმკერდის ქირურგიული მკურნალობა.
ეს ოპერაცია გულისხმობს მცირე – 2,5-3 სმ განაკვეთებით, მკერდის ძვლის აწევას, ვიდეოკონტროლით, თითოეული პაციენტისათვის ინდივიდუალურად დამზადებული იმპლანტის მეშვეობით.
ოპერაცია აღნიშნული მეთოდით ტარდება ბავშვებში 4 დან 18 წლამდე ასაკში.
ასევე, გასათვალისწინებელია მკერდის ძვლის და ნეკნების ზუსტად რა ნაწილია შეზნექილი.
შესაძლებელია ქირურგიული გზით კორექცია თუ შინაგანი ორგანოების ფუნქცია არ არის დათრგუნული. ხოლო თუ დათრგუნულია, ოპერაციული მკურნალობა არ არის სასურველი, რადგან დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.
აღნიშნული საკითხი უნდა დააზუსტოთ შესაბამის სპეციალისტთან.
ჩვენს კლინიკაში მსგავსი ტიპის ოპერაცია ,ამ ეტაპზე არ ტარდება,შესაბამისად გირჩევთ მიმართოთ სხვა კლინიკას .
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა