მეწაღის გულმკერდი - კარდიოლოგია

კითხვა: გამარჯობა,16წლის ვარ და მეწაღის გულმკერდი მაქვს სადღაც 1სმ-მდე მაქვს ჩაღრმავებული.მაინტერესებს როდის არის საშიში და რაუნდა გავაკეთო რომ,იმ ჩაღრმავებაზე მეტი აღარ მქონდეს როგორიც ეხლა მაქვს? მადლობა დიდი.
პასუხი:

მოგესალმებით,
მეწაღის გულმკერდი – ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანის მკერდის ძვალი ჩაზნექილია. მძიმე შემთხვევებში, "მეწაღის გულმკერდის" დროს თითქოს ადამიანის მკერდის ცენტრალური ნაწილი მთლიანად არის ამოღებული და დარჩენილია ორმო.
მიუხედავად იმისა, რომ მკერდის ძვლის ჩაღუნვა დაბადებიდან მოკლე პერიოდში უკვე აღინიშნება, მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმდება გარდატეხის პერიოდში.
"მეწაღის გულმკერდის" მიზეზები უცნობია, თუმცა იგი შესაძლოა იყოს მემკვიდრული, რადგან ახასიათებს თაობიდან თაობაზე გადაცემა. ასევე შესაძლოა გამოწვეული იყოს ბავშვობაში განვითარებული D ვიტამინის დეფიციტით .
ამ ნოზოლოგიის მქონე ადამიანების დიდ ნაწილში ერთადერთი სიმპტომი მკერდის ძვლის ოდნავი ჩაზნექაა. ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში, ჩაზნექილობა უარესდება ახალგაზრდობის დროს და აგრძელებს პროგრესირებას შემდგომ პერიოდში.
"მეწაღის გულმკერდის" მძიმე შემთხვევების დროს მკერდის ძვალი აწვება ფილტვებსა და გულს.
საწყის სტადიაში აუცილებელია მასაჟები, ვარჯიშები.
გასათვალისწინებელია მკერდის ძვლის და ნეკნების ზუსტად რა ნაწილია შეზნექილი.
შესაძლებელია ქირურგიული გზით კორექციაც, თუმცა თუ შინაგანი ორგანოების ფუნქცია არ არის დათრგუნული, ოპერაციული მკურნალობა არ არის სასურველი, რადგან დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.
აღნიშნული საკითხი უნდა დააზუსტოთ შესაბამის სპეციალისტთან.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ სადაც შემოგთავაზებთ კარდიოლოგის კონსულტაციასა და ელექტროკარდიოგრამას სრულიად უფასოდ !
ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ  ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31466/mkholod-erti-tvit-ufasod-gtavazobt-kardiologis-konsultaciasa-da-eleqtrokardiogramas-

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 05 99 00.

იქიდან გამომდინარე, რომ ბრძანდებით არასრულწლოვანი, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ვალდებულნი ვიქნებით, საქმის კურსში ჩავაყენოთ თქვენი მშობელი ან კანონიერი მეურვე.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა