ჰიპოტენზია - კარდიოლოგია

კითხვა: გამარჯობა, 1 თვეა დამეწყო ფეხის კიდურების დაბუჟება, დღე არ გავა რო არ დამიბუჟდეს რა მდგომარეობაშიც არუნდა მქონდეს. ეს დღეებია სულ თავბრუ მეხვევა და სუსტად ვარ, კანის ფერი მეკარგება სახეზე და ვთეთრდები, ლოყები მიწითლდება. გუშინ წნევა გავიზომე და ძალიან დაბალი მქონდა 80/85ს შორის მერყეობდა არადა 18 წლის ვარ და რისი ბრალი შეიძლება იყოს? ციკლს კი ველოდები მარა არასდროს არმქონია ასეთი მდგომარეობა და არამგონია პმს-ის ბრალი იყოს.
პასუხი:

მოგესალმებით,
ჰიპოტენზია დაბალი არტერიული წნევაა, რაც გულისხმობს 90/60mm და ქვევით წნევის დაქვეითებას.
გასათვალისწინებელია, რამდენად სწორად იზომავთ წნევას.

  • წნევის გაზომვა სასურველია ერთსა და იმავე დროს, რადგანაც ადამიანს დღის განმავლობაში არტერიული წნევის დაახლოებით 100 000 განსხვავებული მაჩვენებელი უფიქსირდება. შესაბამისად, ერთჯერადი გაზომვის მაჩვენებელი შეფასებისათვის არ გამოდგება;
  • არტერიული წნევის გაზომვის წინ საჭიროა დასვენება არანაკლებ 5 წუთი;
  • გაზომვის დროს უნდა დაჯდეთ და მიეყრდნოთ სკამის საზურგეს, და უძრავი ხელი მოხერხებულად დადოთ მაგიდაზე;
  • მანჟეტი წინამხარზე უნდა იყოს შემოხვეული გასაბერი ნაწილის ცენტრით პირდაპირ მხრის არტერიაზე, ხოლო მანჟეტის ქვედა კიდე უნდა იყოს იდაყვის ნაღუნის ზემოთ დაახლოებით 2-3 სმ-ზე; ფეხები გაზომვის დროს არ უნდა იყოს გადაჯვარედინებული;
  • ტერფები უნდა იდოს იატაკზე;
  • შარდის ბუშტი არტერიული წნევის გაზომვის წინ უნდა დაცარიელდეს;
  • მხარზე არ უნდა იყო შემოჭერილი ტანსაცმელი (მითუმეტეს დაუშვებელია ტანსაცმლიდან გაზომვა);
  • განმეორებით გაზომვამდე უნდა გავიდეს 1 წუთი.

ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენი მდგომარეობა საყურადღებოა.
სასურველია, გამოირიცხოს ანემია. ამ უკანასკნელის დასადგენად უნდა ჩატარდეს სისხლის საერთო ანალიზი. დადასტურების შემთხვევაში კი მობრძანდით ჩვენთან და გაესინჯეთ ექიმ-ჰემატოლოგს, რომლისგანაც მიიღებთ კვალიფიციურ დახმარებას.
ხოლო თუ აღნიშნული სპეციალობის პათოლოგიები არ დადასტურდა, მკურნალობაში უნდა ჩაერთოს:

  • კარდიოლოგი და განიხილოს გულ–სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები
  • ნევროლოგი;
  • ენდოკრინოლოგი.

კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ სრულ კარდიოლოგიურ კვლევაზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/ask/32871/arteriuli-hipertenzia-

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა