მოციმციმე არითმია - კარდიოლოგია

კითხვა: მოგესალმებით. მყავს 80 წლის დედა. აქვს მუდმივად თავბრუსხვევა. გაბრუებულია სულ. ამის გამო ძალიან დასუსტდა. არტერიული წნევა დილით 70 110 ზე. ეს მისთვის ცოტა დაბალია. კოფეინს იღებს. წნევის წამალს არ სვავს. უფრო რომ არ დაეცეს დაბლა. მოციმციმე არითმია აქვს. ძალიან აწუხებს ეს თავბრუსხვევა და განიცდის. ნერვოპათოლოგის მიერ დანიშნულმა მედიკამენტებმა არაფერი შედეგი მოგვცა. იქნებ მირჩიოთ რა ვუშველო?
პასუხი:

მოგესალმებით, 

მოციმციმე არითმია არის გულის რიტმის დარღვევა, რომელიც განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ხანში შესულ ადამიანებს შორის. მოციმციმე არითმიის დროს წინაგულები ქაოსურად და არარეგულარულად იკუმშება, მათი შეკუმშვა არ არის კოორდინირებული გულის პარკუჭების შეკუმშვასთან, რის შედეგადაც გულისცემა არარეგულარული, არითმული გამოდის. ხშირად გულის შეკუმშვათა სიხშირეც მომატებულია,  ყოველივე ამის გამო ორგანიზმისთვის სისხლის მიწოდება უარესდება და პაციენტი გულის ფრიალს, ქოშინს ან სისუსტეს უჩივის.

მოციმციმე არითმია შესაძლოა ინსულტის ან გულის უკმარისობის მიზეზად იქცეს. წინაგულების ქაოსურმა, არარეგულარულმა შეკუმშვამ შესაძლოა წინაგულში თრომბის ფორმირება გამოიწვიოს, თრომბი მოწყდეს და სისხლის ნაკადთან ერთად თავის ტვინის, ფილტვის ან ქვემო კიდურების არტერიათა სისტემაში მოხვდეს.

განასხვავებენ მოციმციმე არითმიის პაროქსიზმულ და ქრონიკულ ფორმებს. პირველი მცირე ხანს გრძელდება და გაივლის, ხოლო მეორე მუდმივია.

როგორც აღნიშნავთ, დედას აწუხებს თავბრუსხვევებიც, დისტანციურად რთულია დაგიზუსტოდ, მაგრამ შესაძლოა აღნიშნული, მოციმციმე არითმიის ერთ–ერთი სიმპტომი იყოს.

მოციმციმე არითმიის მკურნალობა ითვალისწინებს გულის ნორმალური რითმის აღდგენას, როცა ეს შეუძლებელია - გულის შეკუმშვათა სიხშირის კონტროლს. გარდა ამისა, მოციმციმე არითმიის მკურნალობის მნიშვნელოვანი მომენტია თრომბოზის თავიდან აცილება.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია დედამ განმეორებით  ჩაიტაროს კარდიოლოგიური კვლევები და დაენიშნოს შესაბამისი მკურნალობა.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც შემოგთავაზებთ გულ–სისხლძარღვთა სისტემის სრულყოფილ კვლევას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad

დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა