ტკივილი ქვემო კიდურებში - კარდიოლოგია

კითხვა: მაწუხებს მენჯ ბარძაყის სახსრები, ტკივილი გადადის ქვემო კიდურებში და წელის არეში, მიჭირს სიარული, მისივდება ქვედა კიდურები,მუდმივად კოჭებთან, რომელ ექიმს უნდა მივმართო, მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით, 

რთულია დისტანციურად ზუსტი პასუხის გაცემა, თუმცა, ვფიქრობთ ბრძანდებით რეპროდუქციულ ასაკს გადაცილებული, სავარაუდოდ მენოპაუზის მდგომარეობაში, რაც იმაზე გვაფიქრებინებს , რომ შეიძლება საქმე ეხებოდეს ოსტეოპოროზს  , რაც  ძვლოვანი მასის შემცირებას გულისხმობს, რის გამოც ძვალი სუსტი და მყიფე ხდება. ძვლის დასუსტების გამო ხშირად ნებისმიერი უმნიშვნელო ტრავმა და დაცემა შეიძლება მოტეხილობის მიზეზი გახდეს.

ამავე დროს კოქსართროზს – იგი მენჯ-ბარძაყის სახსრის მადეფორმირებელ ართროზს ნიშნავს და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დეგენერაციულ-დისტროფიულ დაავადებებს შორის უდავო ლიდერად ითვლება.

 ასევე შესაძლოა, საქმე ეხებოდეს  გულის უკმარისობას.

შესაბამისად, უმჯობესია, კონსულტაცია გაიაროთ ტრავმატოლოგთან და კარდიოლოგთან, რათა გამოირიცხოს გულ–სისხლძარღვთა პათოლოგიები.

მიმართეთ მკურნალ ექიმს, ხოლო ალტერნატიული აზრის მოსასმენად, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც შემოგთავაზებთ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს.

ასევე, სრულ კარდიოლოგიურ კვლევაზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა