კარდიოლოგიური პრობლემა - კარდიოლოგია

კითხვა: მაქვს გულზე სტენდირება გაკეთებული ვარ 37 წლის დრო და დრო იმატებს ფეხების და ხელების ტკივილი სუნთქვის გაძნელება როგორ მოვიქცე რისი ბრალია მიპასუხეთ თუ შეიძლება
პასუხი:

მოგესალმებით, 

დისტანციურად რთულია ზუსტი დიაგნოზის დასმა, თუმცა ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს სტენტირებული სისხლძარღვის სანათურის განმეორებით შევიწროვებასთან, ან სხვა კორონარული არტერიის სტენოზთან .სამწუხაროდ ,როგორც წესი , ათეროსკლეროზული ცვლილებები შესაძლოა პროგრესირებდეს და დამატებითი სისხლძარღვებიც ერთვებოდნენ პათოლოგიურ პროცესში .

რაც შეეხება სტენტირების შემდგომ პერიოდს ,სამწუხაროდ ის უვადო არ არის .

ცხადია არსებობს სხვადასხვა ვადის სტენტი , მათ შორის ე.წ. წამლით დაფარული ,რომელიც უფრო ხანგრძლივად ინარჩუნებს სრულფასოვან გამავლობას ,მაგრამ მასაც ,გარკვეული დროის შემდეგ ემუქრება  მთავარი პრობლემა –  ათერომული პროცესის პროგრესირების კვალდაკვალ სტენტის, როგორც უცხო სხეულის, დათრომბვა. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში (ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებების კვალობაზე, სხვადასხვა პაციენტისთვის - სხვადასხვა ხნის შემდეგ) სტენტში კვლავ ხდება ათერომატული წარმონაქმნების ჩაზრდა და არტერიის სანათური ისევ ვიწროვდება.

აუცილებელია მიმართოთ მკურნალ ექიმს, ჩაიტაროთ სისხლის შედედების სისტემის კვლევა , შეფასდეს  დანიშნული მკურნალობის ( ანტიკოაგულანტური,ანტიაგრეგანტული ) ეფექტურობის ხარისხი , ასევე მკურნალი ექიმის გადაწყვეტილების შემთხვევაში  ჩაიტაროთ კორონაროგრაფია .

ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, კარდიოლოგთან კონსულტაციაზე.

გვაქვს ასევე აქცია, სრულ კარდიოლოგიურ კვლევაზე, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა