მოგესალმებით,
თქვენს მიერ ჩატარებული გამოკვლევათა დასკვნიდან , როგორც ვკითხულობთ, იკვეთება ათეროსკლეროზი , რომელმაც, თუ მკურნალობას არ დაექვემდებარა, შესაძლოა გამოიწვიოს კორონარული არტერიების შევიწროება, რაც წარმოადგენს ქრონიკულ, პროგრესირებად პათოლოგიურ პროცესს.
სტენტირების მეშვეობით კი, ხდება კორონარული არტერიების ათეროსკლეროზულ შევიწროებათა მექანიკური გაფართოება, რასაც გულის კუნთის სისხლმომარაგების გაუმჯობესება მოჰყვება.
რა თქმა უნდა შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ექიმ–კარდიოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც დაგხვდებათ მაღალკვალიფიციური პროფესიული გარემო.
ანამნეზის შეკრებისა და ობიექტურად შეფასების შემდეგ კი, სპეციალისტი თავად მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას, რის შემდეგაც დაგენიშნებათ აპრობირებული და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებულ კვლევათა პასუხები.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/22
სხვა დეტალების დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !