მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- გულის პარკუჭთა ნაადრევი რეპოლარიზაცია;
- რა ასაკში ვლინდება სინდრომი.
გულის პარკუჭთა ნაადრევი რეპოლარიზაცია, ეს არის ელექტროკარდიოგრაფიული თავისებურება, რომელიც, როგორც წესი, ითვლება უწყინარ გამოვლინებად.
თუმცა, ძირითადი რეტროსპექტული კვლევების შედაგად, არ არის არცერთი ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელიც დაადასტურებს მის პროგნოზულ კეთილსაიმედოობას.
შესაბამისად, არსებობს სიცოცხლისთვის საშიში არითმიები.
გულის რიტმის დარღვევების დროული გამოვლენა საშუალებას იძლევა, დაიგეგმოს დიფერენცირებული და ეტიოპათოგენაზურად გამართლებული ეფექტური მკურნალობა.
სინდრომი ხშირად ვლინდება 20-45 წლის ახალგაზრდა მამაკაცებში, მუქი კანის მქონე პირებში და სპორტსმენებში. მოზარდთა ასაკში კი, ნაკლებსავარაუდოა.
გასათვალისწინებელია, კარდიოლოგიური კვლევით ხომ არ დასტურდება სხვა ტიპის პათოლოგია, მაგალითად:
- სარქვლოვანი პათოლოგია;
- მიტრალური პროლაფსი;
- პარკუჭთაშუა ძგიდის ჰიპერტროფია;
- სასურველია, ჩატარდეს დამატებითი კვლევები:
- 24-საათიანი ეკგ მონიტორინგი;
- ფიზიკური დატვირტვის ეკგ ტესტი;
- ელექტროლიტების განსაზღვრა სისხლში.
„იუვენილური“ ეს არის კარდიოლოგიური სახეცვლილების ნაირსახეობა, რომელთა არსებობაც აიხსნება ვარჯიშით გამოწვეული ეფექტით.
იქიდან გამომდინარე, რომ არ გვაქვს დასკვნა მოზარდის გულის სტრუქტურულ-ჰემოდინამიკური მაჩვენებლების შესახებ, მხოლოდ ამ მონაცემების საფუძველზე, ამომწურავი პასუხის გაცემა გაგვიჭირდება.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თქვენი შეკითხვა წარმოადგენს მხოლოდ კვლევის დასკვნას და არა დიაგნოზს.
უმჯობესია, დიაგნოზის შესახებ ამომწურავი პასუხი გაგცეთ მკურნალმა ექიმმა.
ალტერნატიული მოსაზრების მოსასმენად კი, მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში კარდიოლოგს.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/kardiologia-/22
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!