თავის ტკივილი, ხმაური ყურებში - კარდიოლოგია

კითხვა: მაქვს თავის უცნაური ტკივილი ღამის 3საათზე მეწყება გაუსაძლისი ტკივილი, რომელიც 23საათმდე გრძელდება არანაირი წამალი არ მშველის... თვალებზე მაწვება, ყურები წივის, წონასწორობის დაცვა მიჭირს, კუჭზე დისკომფორტს ვგრძნობ, გული მიჩქარდება. ზოგჯერ თავი დაბუჟებული მაქვს, სიცივეს ვგრძნობ... გთხოვთ მიპასუხოთ რა ხდება...რას მირჩევდით. წინასწარ გიხდით მადლობას
პასუხი:

მოგესალმებით,

მსგავსი შეკითხვით ხშირად მოგვმართავენ ჩვენი პაციენტები. როგორც სხვა დროს, ამჟამადაც უნდა გიპასუხოთ, რომ ყურებში ხმაური და თავის ტკივილი მრავალ მიზეზთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მაგალითად:

  •  დისტონია, რომელიც იწვევს წნევის ცვალებადობას და ტვინის კაპილარების სპაზმს;
  •   ჰიპერტენზია, ამ დროს შევიწროებული არტერიები იწვევენ პულსირებულ ხმაურს;
  •  ნერვული სისტემის და ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები;
  •  ნეფრიტი (თირკმელების დისფუნქცია);

იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნავთ არითმიასაც, ჩვენი რეკომენდაციაა, პირველ რიგში გაიაროთ კონსულტაცია კარდიოლოგთან , რათა გამორიცხოს პათოლოგიები, ხოლო ამის შემდეგ მიბრძანდეთ ვიზიტზე ნევროლოგთან.

კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ  გულ–სისხლძარღვთა სისტემის კვლევაზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad

ხოლო, ნევროლოგთან კონსულტაცია  უფასოა და ტარდება ყოველ პარასკევს.

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ გვენდობით გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა