თავის ტკივილი, არითმია - კარდიოლოგია

კითხვა: გამარჯობა ბოლო რამდენიმე თვეა დილით მეღვიძება თავის ტკივილით და გულის აჩქარებით. რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული . მადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
მხოლოდ ამ მონაცემებზე დაყრდნობით დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა, მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
თავის ტკივილის მრავალი სახეობა არსებობს, რომელთა ჩამოთვლაც, საკმაოდ შორს წაგვიყვანს.
ზოგადად, თავის ტკივილი შესაძლოა იყოს სხვადასხვა დაავადების სიმპტომი, მათ შორისაა:

  • ვენური სინუსებისა და ტვინის სისხლძარღვების ნერვული პათოლოგია;
  • ტვინის გარსების პათოლოგია;
  • თავის ტვინის გარსების ანთებითი დაზიანება;
  • ლიქვორის (თავზურგტვინის სითხე) ცირკულაციის მოშლა;
  • ქალასშიგა წნევის მომატება;
  • ჰიპოტონია;
  • ჰიპერტონია.

თუმცა, რაკი მას თან დაერთვის „გულის აჩქარებაც“ ვფიქრობთ, შესაძლოა ჩივილის გამომწვევი იყოს გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული უკმარობა.

არითმია

იგივე დისრითმია არის დაავადებათა ჯგუფი, რომლის დროსაც გულის ცემა შეიძლება იყოს ძალიან სწრაფი, ან ძალიან ნელი.
დასაზუსტებელია, ხომ არ უჩივით ისეთ სიმპტომებს როგორიცაა:

  • თავბრუსხვევა;
  • სისუსტე;
  • ქოშინი;
  • მკერდის ტკივილი;
  • ჰიპერტენზია – მაღალი წნევა და ა.შ.

პირველ რიგში სასურველია, გამოირიცხოს კარდიოლოგიური პათოლოგიები. ამიტომ, კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ, გულ–სისხლძარღვთა სისტემის კვლევებზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad/31406
კვლევის შემდეგ დიაგნოსტირდება ჩივილის გამომწვევი მიზეზი და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა