ვიზიტი კარდიოლოგთან - კარდიოლოგია

კითხვა: ბოდიშით რომ გაწუხებთ, დედას აქვს სულდაბალი წნევები დასდის 50-20-ზე, არის გულით დაავადებული, გულის მხოლოდ 25% მუშაობს, მაგრამ წამლებით ცოცხლობს და მაინც არა უშავს, ნუთუ არ არსებობს რაიმე ისეთი წამალი, რომელიც ამ წნევას დაურეგულირებს, ადრე აწუხებდა მაღალი წნევები, სვამდა რენიტეკს (ექიმისგან გამოწერილს), ახლა ვეღარ სვამს არადა უთხრეს ეს აუცილებელია გულის უკმარისობისთვისო, იქნებ გვირჩიოთ რამე
პასუხი:

მოგესალმებით, 

თვენი მონათხრობიდან ჩანს ,რომ პაციენტს აქვს გულის ქრონიკული უკმარისობა, კარდიომიოპათია, ძალიან დაბალი კუმშვადობა,  რის გამოც გულის კუნთს დაკარგული აქვს უნარი ეფექტურად შეასრულოს თავისი ფუნქცია ,კერძოდ  ტუმბოს როლი და სისიხლძარღვებში განავითაროს ნორმალური წნევა.

ცხადია, არსებობს გარკვეული დამხმარე პრეპარატების დანიშვნის შესაძლებლობა, თუმცა ამასთან დაკავშირებით, ჩვენს ფორმატში,  დისტანციურად ურთიერთობა დაუშვებელია.

მსგავსი რამ შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მკურნალ ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობაში, ამისათვის კი საჭიროა თუნდაც ერთი ვიზიტი ექიმთან, როდესაც ის გაეცნობა პაციენტს და მისი კვლევების მონაცემებს .ამის შემდეგ კი , მიცემული დანიშნულების შედეგებთან დაკავშირებით, კორექციის თუ სხვა ტიპის მოდიფიცირებისათვის, შესაძლოა იყოს გამოყენებული დისტანციური კომუნიკაცია.

გირჩევთ,  მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში კარდიოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც გაერკევევა ვითრებაში და შემოგთავაზებთ მოქმედების გეგმას.

კლინიკის  აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ გულ–სისხლძარღვთა სისტემის კვლევა ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad

დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა