ფიბრინოგენი, ქოლესტერინი - კარდიოლოგია

კითხვა: გამარჯობა, ფიბრინოგენის კონცეტრაცია მქონდა მაღალი 7 თვეა ვსვავ ანგიოფლუქსს ეხლა რომ ავიღე ანალიზი უკვე ნორმაშია, მაინტერესებს შევწყვიტო? ან რამდენ ხანში გადავამოწმო? და კიდევ მაინტერესებს , ხოლესტერინიც მქონდა მაღალი ეხლა უკვე ნორმაშია , ვსვავდი ათეროქსს შეწყვეტა შეილება? მითხრეს მტელი ცხოვრე ბა უნდა სვაო. მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
ფიბრინოგენი ცილაა, რომელიც ღვიძლში სინთეზდება. სისხლში იგი ხსნად მდგომარეობაშია, მაგრამ ფერმენტული პროცესის შედეგად, თრომბინის ზემოქმედებით, უხსნელ ფიბრინად გარდაიქმნება.
ქოლესტერინი არის ცხიმი, რომელიც ცირკულირებს სისხლში და გამოიყენება როგორც სამშენებლო კომპონენტი ორგანიზმის ყველა უჯრედისათვის (ქოლესტერინი დიდ ოდენობაში შეიძლება აღმოვაჩინოთ კუნთებში, ტვინში, ღვიძლში), და ასევე მონაწილეობს მრავალი ჰორმონის მაგალითად ტესტესტერონის შექმნაში.
ქოლესტერინის ნადების ფორმირება ხდება ღვიძლის მუშაობის დარღევისას. ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის ნორმალური მუშაობისთვის საჭიროა ცხოველური და მცენარეული ცხიმის ზომიერი ოდენობის ჩართვა რაციონში.
სისხლის ანალიზის შედეგი მაღალი ქოლესტერინით – არ არის პანიკის საფუძველი, საჭიროა გაშლილი ლიპიდოგრამა, რომ ვიცოდეთ რომელი ლიპოპროტეიდების დონე არის მაღალი.
თუ მკურნალობის შედეგად, კონცენტრაცია სისხლში დარეგულირდა, კატოგორიულად დაუშვებელია მკურნალობის თვითნებურად შეწყვეტა. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიმართოთ მკურნალოთ ექიმს, რომელიც გადაწყვეტს შეწყვიტოს დანიშნულება, გააგრძელოს თუ ჩაანაცვლოს. ამიტომ, გადაწყვეტილებას თვითნებურად ნუ მიიღებთ და მიმართეთ თქვენს ექიმს.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში კარდიოლოგთან კონსულტაციაზე.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა