კითხვა: ისრაელ-საქართველოს ერთობლივ კლინიკა "გიდმედში" მ/წლის 31 ოქტომბერს 15:00 საათზე შემიყვანეს საოპერაციოდ ხერხემლის მე-4 - მე-5 მალების დაზიანებისა და თიაქარის ლიკვიდაციის მიზნით. დაიწყეს ოპერაცია, მაგრამ იგი ვერ დაასრულეს, რადგან ექიმის განმარტებით, ოპერეციის დაწყებიდან დაახლოებით ერთი საათიის შემდეგ ინტრაოპერაციულად გამოიხატა წიანაგულოვანი ექსტრსისტოლია, ბიგემანიის ტიპის ჰემოდინამიკური პარამეტრების დარღვევა და ვინაიდან ოპერაციის ეტაპი მოიცავდა ჯერ მხოლოდ კანქვეშა ქსოვილის მობილაზაციის ეტაპს, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ოპერაციის შეწყვეტის შესაებ. ეს მოხდა იმ პირობებში, როდესაც ოპერაციის წინა დღეს,დამატებითი საფასურის გადახდის შემდეგ იმავე კლინიკაში და მათ მიერ მითითებულ სხვა კლინიკებში ჩამიტარდა ლაბორატორიული ანალიზები, კარ- დიოლოგიური გამოკვლევევბი, ჩამიტარდა კარდიოლოგიური გამოკვლევა, გადავიღე ფილტვების რენტგენი. გულთან დაკავშირებით ახლო პერიოდში კარდიოგრამის არაერთი გადაღებისას რაიმე განსაკუთრებული შენიშვნები არ ყოფილა. მიმაჩნია, რომ ეს გარემოება გამოწვეული უნდა იყოს ანესტეზიოლოგის არასწორი მოქმედებების გამო. გთხოვთ მომწეროთ თქვენი მოსაზრება ამ მდგომარეობის გამო და იმის შესახებ, თუ რა საჭირო პევენციული ზომების მიღებაა საჭირო განმეორებითი ოპერაციის ჩატარებამდე
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენს მიერ დასახელებული წინაგულოვანი ექსტრსისტოლია და ბიგემინიის ტიპის ჰემოდინამიკური პარამეტრების დარღვევა ,გულის რითმის მოშლის სახეებია .
ხშირ შემთხვევაში გულის რითმის დარღვევები არსებობს ფარულად, განსაკუთრებული კლინიკური გამოვლინების გარეშე. შესაძლოა პაციენტი კიდეც გრძნობდეს ეპიზოდურად ე.წ. „გულის „ამოვარდნას, მაგრამ ამას ფიზიკურ დატვირთვას ან აღელვებას მიაწერდეს და თუ ეს მდგომარეობა სწრაფად , თავისთავად გადაივლის ,მას აღარც აქცევდეს ყურადღებას .
რაც შეეხება ელექტროკარდიოგრამას, ის ზოგადად არ ასახავს რითმის დარღვევას, თუ იმ კონკრეტული გადაღების მომენტში არ აღმოცენდა, ან არ აქვს პერმანენტული ხასიათი . ხშირად იმისათვის, რომ დავადგინოთ პაციენტს აქვს თუ არა არითმია, როდესაც ის გარკვეული ჩივილებით მოდის კარდიოლოგთან, კვლევისათვის 24 საათიან, უწყვეტ, ე.წ. ჰოლტერის მონიტორირებას ვიყენებთ, ვინაიდან ელექტროკარდიოგრაფიაზე არაფერი ჩანს .
რენტგენოგრაფიას და ლაბორატორიულ კვლევებს რაც შეეხება, არცერთი არ იძლევა გულის რითმის დარღვევებზე საერთოდ რაიმე ინფორმაციას .
აქედან გამომდინარე, იმისათვის რომ დადგინდეს, როგორია თქვენი გულის ელექტროფიზიოლოგიური მდგომარეობა, გირჩევთ ჩაიტაროთ უფრო მაღალტექნოლოგიური და ზუსტი კველევები და იმთავითვე არ იფიქროთ, რომ კონკრეტული ექიმის დაუდევრობით მოხდა რაღაც გართულება .
საჭიროა კარდიოლოგთან ვიზიტი, რომელიც დაგინიშნავთ სპეციფიკურ კვლევებს, რომელთა შედეგებზე დაყრდნობით იქნება შესაძლებელი თქვენთვის შემდგომი ქირურგიული პროცედურების დაგეგმარება.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში კარდიოლოგ თათია ავალიანთან კონსულტაციაზე, სადაც შეფასდება თქვენი მდგომარეობა ობიექტურად, ჩაგიტარდებათ ჰოლტერით მონიტორინგი და სხვა საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები.
ასევე, კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, სრულ კარდიოლოგიურ კვლევებზე, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა