მოგესალმებით,
ჰისის კონის ტოტების ბლოკადა გულის ელექტრული იმპულსის გამტარი გზების დაგვიანებული მოქმედება ან სრული ბლოკია. იმპულსების გატარება იწვევს გულის შეკუმშვას.
ტოტის ბლოკადა ზოგჯერ გულს ხელს უშლის ნორმალურ შეკუმშვაში, რაც სისხლს საკმარისად ვერ გადაისვრის ცირკულაციაში.
არ არსებობს ტოტის ბლოკადის სპეციფიკური მკურნალობა. თუმცა, გამომწვევი მდგომარეობა, რომელიც გახდა ტოტის ბლოკადის მიზეზი, როგორიცაა გულის დაავადებები, აუცილებლად საჭიროებს მკურნალობას.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, კარდიოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ანამნეზის შეკრებისა და ობიექტური შეფასების შემდეგ, ექიმი–სპეციალისტი დაგინიშნავთ აპრობირებულ და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებულ მკურნალობას, ხოლო თუ საჭიროება იქნება იმისა, რომ კარდიოლოგიური კვლევები განმეორებით ჩატარდეს, შემოგთავაზებთ გულ–სისხლძარღვთა სისტემის სრულყოფილ კვლევაზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !