მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ ტკივილი გულმკერდის არეში საკმაოდ გავრცელებული ჩივილია. გულის კუნთის სისხლით მომარაგების გაუარესება ანუ იშემია, რაც მიოკარდიუმის ინფარქტისა და სტენოკარდიის დროს ვითარდება, ტკივილის ხშირი მიზეზია.
გულმკერდში ტკივილი გულის კუნთის და პერანგის (პერიკარდიუმი) ანთებამაც შეიძლება გამოიწვიოს.
ასევე ხშირია ფილტვების, კუჭ-ნაწლავის, ძვალ–კუნთოვანი და ნერვული სისტემის დაავადებებით გამოწვეული და ფსიქიატრიული გენეზის ტკივილი, რომელიც გულმკერდის სხვადასხვა ნაწილში ლოკალიზდება.
ზუსტი დიაგნოსტირებისათვის, საჭიროა არამარტო ტკივილის ხასიათის გათვალისწინება და სწორი ინტერპრეტაცია, არამედ საკმაოდ გულდასმითი გამოკვლევა.
სწორედ ამიტომ, აუცილებელია პირველ რიგში გაიაროთ კონსულტაცია კარდიოლოგთან, რომელიც ანამნეზის შეკრების შემდეგ, დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, დასვამს დიაგნოზს და შეგირჩევთ მკურნალობის კურსს.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ სრულ კარდიოლოგიურ კვლევაზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/22
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !