ჰიპოტენზია - კარდიოლოგია

კითხვა: თავის ტკივილები მაქვს და წნევები მაქვს დაბალი რამდენი დამიჯდება ექიმთან ვიზიტი და სადამადე აქვს ამ აქციას დრო. რამე პოლისი თუ მოქმედებს. მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,

არტერიული წნევის ცვლილებას, როდესაც ის მყარად მომატებულია, არტერიული ჰიპერტენზია ჰქვია, მის მყარ დაქვეითებას კი არტერიულ ჰიპოტენზიად მოიხსენიებენ.დასაწყისში წნევის მყარი ცვლილება თითქმის ყოველთვის შეგუებით-თავდაცვითი რეაქციაა, რომელიც მოსალოდნელი პათოლოგიური პროცესის ჩამოყალიბებაზე მიგვანიშნებს.შესაძლებელია, თავის ტკივილებსაც ჰიპოტენზია განაპირობებდეს, თუმცა მიმოწერის რეჟიმში ამას ვერ დაგიზუსტებთ.აუცილებელია ვიზიტი განახორციელოთ შესაბამის სპეციალისტთან.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში კარდიოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ანამნეზის და კლინიკურ–ლაბორატორიულ კველვების შემდეგ დაისმევა შესაბამისი დიაგნოზი და დაგენიშნებათ მკურნალობა.

ჩვენი კლინიკა ემსახურება საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარებს, თუმცა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გეგმიურ  კონსულტაციებსა და კვლევებს არ აფინანსებს.

სწორედ ამიტომ, კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ გულ–სისხლძარღვთა სისტემის სრულყოფილი კვლევა ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე:

https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad

პაციენტთა მომართვიანობიდან გამომდინარე, კლინიკა აქციებს გააგრძელებს ოქტომბრის თვის ბოლომდე.

თუ სხვა აქციით ბრძანდებოდით დაინტერესებული, შეგიძლიათ დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა