მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
არითმია, იგივე დისრითმია არის დაავადებათა ჯგუფი, რომლის დროსაც გულის ცემა შეიძლება იყოს ძალიან სწრაფი, ან ძალიან ნელი.
არითმიების მრავალ ფორმას სიმპტომები არ აქვს, თუმცა, ზოგადი სიმპტომები შეიძლება იყოს:
- თავბრუსხვევა და სისუსტე;
- ქოშინი;
- მკერდის ტკივილი;
- სინკოპე - გონების დაკარგვა.
თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არითმიების უმეტესობა საშიში არ არის და მათი არსებობის შესახებ სიცოცხლის ბოლომდე ვერ იგებს ადამიანი. მაგრამ არითმიების მცირე ნაწილი იმდენად საშიშია, რომ სიკვდილიც შეიძლება გამოიწვიოს.
იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ, გამწვავების რისკი, გულის არითმიების დროს, პაციენტებმა მკაცრად უნდა დაიცვან ყველა სამედიცინო რეკომენდაცია ძირითადი დაავადებების (ჰიპერტენზია, თირეოტოქსიკოზი, გულის იშემიური დაავადება, ათეროსკლეროზი, კარდიოსკლეროზი, გულის თანდაყოლილი და შეძენილი ავადმყოფობა, მიტრალური სტენოზი და ა.შ.) მკურნალობის კუთხით.
არითმიების აღმოცენების პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია შერჩეული დიეტის დაცვა, უარის თქმა ისეთ სასმელებზე როგორიცაა:
- ძლიერი ყავა;
- ჩაი;
- სპირტიანი სასმელები.
დისტანციურად მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ, ეს ჩვენი მხრიდან არაპროფესიული იქნება, სასურველია, პირველ რიგში აუციელებელია დადგინდეს არითმიის ტიპი და მიზეზები.
ნაღველკენჭოვანი დაავადება
ნაღვლის საერთო სადინარში კენჭების არსებობამ (ქოლედოქოლითიაზი) შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი გართულებები და თითქმის ყოველთვის საჭიროებს სათანადო მკურნალობას. არსებობს მკურნალობის რამდენიმე შესაძლო ვარიანტი, ძირითადად ინტერვენციული (ქირურგიული) და თერაპიული მეთოდები.
დიახ, მაღალი წნევის და ნაღველკენჭოვანი დაავადების არსებობა შესაძლებელია იყოს არითმიის მაპროვოცირებელი მიზეზი. თუმცა ვფიქრობთ, საჭირო იქნება დამატებით ჩატარდეს ტრანსეზოფაგული ექოკარდიოსკოპია, რომლითაც შესაძლებელი იქნება არითმიის მიზეზის დადგენა.
გირჩევთ, თუ ამის შესაძლებლობას გამონახავთ, მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას და ჩაიტაროთ კარდიოლოგის და ქირურგის კონსულტაციები.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/kardiologia/22
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!