არტერიული ჰიპერტენზია - კარდიოლოგია

კითხვა: იანვრის თვეში მქონდა მაღალი წნევები 140/90 დამინიშნეს ამრაფორტე4მილიგრამიანი რამდენად სწორად დამიდგინეს ეს დიაგნოზი აგარ ვიცი ნერვოზულიაო არადა ვერ ვუდზლებ 120ს რომ გადაცილდებაა
პასუხი:

მოგესალმებით,
წნევის მაჩვენებელი 140/90 ნიშნავს რომ თქვენ არტერიული ჰიპერტენზია გაქვთ.
განასხვავებენ ორი ტიპის ჰიპერტენზიას – პირველადს და მეორეულს. პირველ შემთხვევაში დაავადების მიზეზი დაუდგენელია, მეორეული ჰიპერტენზია კი ეწოდება არტერიული წნევის ისეთ მატებას, რომელიც სხვა ორგანოს ან ორგანოთა სისტემის დაავადების შედეგია. ამ დროს ძირითადი დაავადების მკურნალობის გარეშე წნევის მაჩვენებლები ვერ დარეგულირდება.
რაც შეეხება პირველად არტერიულ ჰიპერტენზიას, დღეს მისი სამკურნალო არაერთი მედიკამენტი არსებობს, მაგრამ იმის განსაზღვრა, რომელი წამალი გჭირდებათ, მხოლოდ ექიმს შეუძლია.

„ამრა ფორტე“

იგი კომბინირებული პრეპარატია, რომელიც შეიცავს ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორს - პერინდოპრილსა და სულფონამიდის წარმოებულ დიურეზულ საშუალებას - ინდაპამიდს და გამოიყენება ესენციალური არტერიული ჰიპერტენზიის დროს, რომელიც არასაკმარისად ექვემდებარება საწყის თერაპიას.
თუ თქვენმა მკურნალმა ექიმმა დაგინიშნათ აღნიშნული მედიკამენტი, ჩვენი რჩევა იქნება მიჰყვეთ დანიშნულებას, გვერდითი მოვლენების შემთხვევაში, ჩააყენეთ საქმის კურსში.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში კარდიოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც გასინჯვისა და სრული ანამნეზის შეკრების შემდეგ, დაგინიშნავთ აპრობირებულ და გაიდლაინებით დასაბუთებულ მკურნალობას.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა