მოგესალმებით,
ზოგადად, საერთო ქოლესტერინის დონე სისხლში არ უნდა აღემატებოდეს 4,5 მმოლ/ლ. რაც შეეხება ქვედა ზღვარს, ის მერყეობს 3,2 – 3,6 ფარგლებში.
გულის შეკუმშვათა რიცხვი (გულისცემა) კი , დამოკიდებულია იმაზე თუ რა რაოდენობით სისხლი უნდა გადატყორცნოს გულმა სისხლძარღვებში. ფიზიოლოგიურად, გულისცემის სიხშირე იმატებს, ფიზიკური დატვირთვის პირობებში.
ზრდასრული ადამიანის ნორმალური პულსი შეიძლება იყოს წუთში 60-დან 80-მდე, სპორტსმენებში 40-დან 60-მდე. დასუსტებულ ადამიანებში გულისცემამ შეიძლება წუთში 90-100-მდე მიაღწიოს.
მხოლოდ ამ მონაცემების საფუძველზე ვერ მოგახსენებთ, სწორადაა თუ არა მკურნალობის კურსი შერჩეული.
უმჯობესია, საქმის კურსში ჩააყენოთ მკურნალი ექიმი, რათა საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს ცვლილებები რეკომენდაციაში.
თუ გსურთ მაღალკვალიფიციური ექიმის მოსაზრების მოსმენა შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში კარდიოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ანამნეზის შეკრებისა და ჩატარებულ კვლევათა პასუხების შეჯერების შემდეგ, დაუნიშნავს პაციენტს შესაბამის მკურნალობას.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/22
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !