მოგესალმებით,
ზოგადად, გულმკერდის არეში ტკივილი შესაძლოა გამოწვეული იყოს ნერვული, ძვალ–კუნთოვანი, სასუნთქი სისტემების დაავადებებით.
მიზეზი შეიძლება იყოს გულთან დაკავშირებული, მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი, სტენოკარდია (ათეროსკლეროზული ფოლაქი, რომელიც გროვდება არტერიების შიდა კედლებზე და გულის კუნთს უზღუდავს სისხლის მიწოდებას), აორტის აშრევება (აორტის, გულის მთავარი არტერიის შიდა შრეების გაცალკევება), პერიკარდიტი (გულის შემომსაზღვრელი შრის ანთება) და ა.შ.
თუმცა, გულმკერდის არეში ტკივილი ყოველთვის კარდიული მიზეზით არაა განპირობებული და შესაძლოა მიზეზი იყოს არაიშემიური.
სწორედ ამიტომ ნებისმიერი სახის ტკივილი გულმკერდის არეში საყურადღებოა და დროულ რეაგირებას საჭიროებს, რათა თავიდან აირიდოთ მდგომარეობის კიდევ უფრო მეტად გაუარესება.
ჩვენი კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ კარდიოლოგის კონსულტაციას და ელექტროკარდიოგრამას სრულიად უფასოდ ! ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31466/mkholod-erti-tvit-ufasod-gtavazobt-kardiologis-konsultaciasa-da-eleqtrokardiogramas-
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/22
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !