ჰიპერტენზია - კარდიოლოგია

კითხვა: დედაჩემი 90 წლის არის.რამდენიმე დღე აქვს მაღალი წნევა 230-110. მანამდე 160-80 არ აღემატებოდა. იღებდა კაპტოპრილს-50 მგ და დწრაფად რეგულირდებოდა. ეს რამდენიმე დღე არ შველის.ვიცი, რომ ამ შემთხვევაში უმდა მივმართო ექიმს, მაგრამ ექომს პრინციპულად არ იკარებს... მირვიეთ, სახლის პირობაში რა უნდა მივაშველო?
პასუხი:

მოგესალმებით,

წნევის მაჩვენებელი 230/110 ნიშნავს რომ დედათქვენს არტერიული ჰიპერტენზია აქვს.

არსებობს ორი ტიპის ჰიპერტენზია :

  • პირველადი ჰიპერტენზია;
  • მეორეული ჰიპერტენზია.

პირველ შემთხვევაში დაავადების მიზეზი დაუდგენელია, მეორეული ჰიპერტენზია კი ეწოდება არტერიული წნევის ისეთ მატებას, რომელიც სხვა ორგანოს ან ორგანოთა სისტემის დაავადების შედეგია. იგი წარმოადგენს:

  • გულის;
  • თავის ტვინის; 
  • თირკმლების;
  • სისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარების უმთავრეს რისკ–ფაქტორს.

არტერიული ჰიპერტენზიისთვის დამახასიათებელია:

  • წნევის უეცარი, მკვეთრი მომატება ხანმოკლე ვადით; 
  • ჰიპერტონული კრიზი, რომლის დროსაც საჭირო ხდება სასწრაფო ჩარევა.

არტერიული წნევა უნდა დაქვეითდეს თანდათანობით, ვინაიდან წნევის სწრაფმა დაწევამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტვინის, გულისა და თირკმლების სისხლმომარაგების დარღვევა.
ჰიპერტენზიის ფონზე შესაძლოა განვითარდეს გულის უკმარისობა, თუმცა დაზუსტებით ვერ მოგახსენებთ.
თუ ამ დროისთვის, პაციენტის მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა უმჯობესია, გამოუძახოთ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს, ხოლო თუ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა საჭირო გახდება, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც ჩვენი გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმები, გაგიწევთ მომსახურებას.

დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა