მოგესალმებით,
ბრონქების მწვავე ანთება, ჩვეულებრივ, ინფექციური ფაქტორების (უმეტესად - ვირუსების, ზოგჯერ - ბაქტერიების, სოკოების) ზემოქმედებით არის გამოწვეული, ზოგ შემთხვევაში კი, ბრონქების ლორწოვანზე ქიმიური ნივთიერებების ან ჰაერში არსებული მავნე ნაწილაკების (თამბაქოს კვამლი, მტვერი, აეროზოლის კომპონენტები) ზეგავლენის შედეგია.
ბრონქიტის დროს ინფექციური ან არაინფექციური ფაქტორების ზემოქმედებით ზიანდება ბრონქების ლორწოვანი გარსის უჯრედები, მათ აღსადგენად კი, ორგანიზმს სჭირდება დრო.
რაც შეეხება ტაქიკარდიას, იგი არითმიის ტიპია, რომლის დროსაც გულისცემის სიხშირე აჭარბებს წუთში 90 დარტყმას.
დისტანციურად მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ, თუმცა, რემომენდაციის სახით გირჩევთ:
რაციონიდან უნდა ამოიღოთ შემდეგი პროდუქტები:
- კოფეინი;
- ალკოჰოლი;
- ცხარე, მლაშე, შებოლილი და ცხიმიანი საკვები;
- არაჟანი;
- კვერცხი.
სასურველია, ყოველდღიურ მენიუში შედიოდეს:
- ნატურალური წვენები;
- ბოსტნეული;
- ხილი (მათ შორის სეზონური);
- რძე.
აუცილებელია, დარწმუნებით გამოირიცხოს კარდიოლოგიური პათოლოგიები. ამ მიზნით, კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ სრულ კარდიოლოგიურ კვლევაზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!