მოგესალმებით,
დისტანციურად რთულია ზუსტი დიაგნოზის დასმა, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა საქმე ეხებოდეს გულმკერდის აორტის ანევრიზმას, რის შესახებაც მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
გულმკერდის აორტის ანევრიზმა არის სუსტი წერტილი აორტის ზედა ნაწილში. აორტა არის მთავარი სისხლძარღვი, რომელიც მთელ სხეულს აწვდის სისხლს.
ანევრიზმის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია:
- ათეროსკლეროზი;
- გენეტიკური ფაქტორები;
- სამედიცინო მდგომარეობები (არტერიიტი);
- აორტის სარქვლის პრობლემები.
ანევრიზმები შეიძლება აორტის გაყოლებაზე ნებისმიერ ადგილას განვითარდეს. აორტა იწყება გულში და ჩადის მუცელში. როდესაც ანევრიზმა ვითარდება აორტის ზედა ნაწილში, მას გულმკერდის აორტის ანევრიზმა ეწოდება.
პირველ რიგში, უნდა გამოირიცხოს გულმკერდის აორტის ანევრიზმის არსებობა.
საჭიროა ჩატარდეს გულის ექოსკოპია, ხოლო შემდეგ შესაძლოა ჩატარდეს CT ანგიოგრაფია ან აორტოგრაფია, თუმცა ამის გადაწყვეტა კარდიოლოგის პრეროგატივაა.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, კარდიოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც შეაფასებს მდგომარეობას და განსაზღვრავს კვლევათა თანმიმდევრობას.
აქციის ფარგლებში გვაქვს ასევე გულ–სისხლძარღვთა სისტემის სრულყოფილი გამოკვლევა, რომელშიც შედის:
- ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია;
- ექოკარდიოგრაფია;
- ელექტროკარდიოგრაფია;
- გლუკოზის განსაზღვრა სისხლში;
- ლიპიდური სპექტრი;
- კრეატინინი.
აქცია ძალაშია ყოველ შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!