მოგესალმებით,
პროთრომბინი ფერმენტ თრომბინის წინამორბედია. მისი გავლენით სისხლში გახსნილი ცილა ფიბრინოგენი ფიბრინის კოლტად გადაიქცევა.
პროთრომბინის მომატება თრომბოზებისა და თრომბოემბოლიური მდგომარეობის განვითარების საშიშროებას ქმნის.
ზოგადად, ინფორმაციული არა პროთრომბინის ინდექსი, არამედ INR – საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდებაა.
INR ინდექსის ნორმის ზედა ზღვარია 110, თუმცა სასურველი ზღვრული მაჩვენებელი ყოველი კონკრეტული პაციენტისათვის ინდივიდუალურად დგინდება.
თუ პაციენტს აქვს სისხლძარღვთა პათოლოგია და იმყოფება თრომბის განვითარების გამუდმებული რისკის ქვეშ, აუცილებელია პროთრომბინის ინდექსის მაქსიმალურად დაბალი მაჩვენებლის 50-60 შენარჩუნება. ჯანმრთელი ადამიანებისთვის კი, პროთრომბინის მაჩვენებელი 104.8 ნორმიდან გადახრად არ მიიჩნევა.ასევე არაა მაღალი INR-0.94
მიმართეთ იმ ექიმს, რომელმაც მოგცათ რეკომენდაცია აღნიშნული ლაბორატორიული კვლევის ჩატარებაზე.
მთავარია, რა კლინიკური ნიშნების გამო მიმართეთ ექიმს და რის გამო დაგინიშნეს ეს კვლევები.მხოლოდ კლინიკური ნიშნების და ლაბორატორიული მონაცემების შეჯერების შედეგადაა შესაძლებელი საბოლოო დასკვნის გამოტანა და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის დანიშვნა.
თუ გსურთ მოისმინოთ სხვა მაღალკვალიფიციური ექიმის მოსაზრება, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში კარდიოლოგთან კონსულტაციაზე.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/kardiologia-/22
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!