ქოლესტერინი - კარდიოლოგია

კითხვა: როგორ შეიძლება ხოლესტერინის დაწევა.4 თვეა ვიღებ ატორისს, მაგრამ არ მიწევს.
პასუხი:

მოგესალმებით,
ქოლესტერინი არის ცხიმი, რომელიც ცირკულირებს სისხლში და გამოიყენება როგორც სამშენებლო კომპონენტი ორგანიზმის ყველა უჯრედისათვის (ქოლესტერინი დიდ ოდენობაში შეიძლება აღმოვაჩინოთ კუნთებში, ტვინში, ღვიძლში), და ასევე მონაწილეობს მრავალი ჰორმონის მაგალითად ტესტესტერონის შექმნაში.
ქოლესტერინის ნადების ფორმირება ხდება ღვიძლის მუშაობის დარღევისას. ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის ნორმალური მუშაობისთვის საჭიროა ცხოველური და მცენარეული ცხიმის ზომიერი ოდენობის ჩართვა რაციონში.
სისხლის ანალიზის შედეგი მაღალი ქოლესტერინით – არ არის პანიკის საფუძველი, საჭიროა გაშლილი ლიპიდოგრამა, რომ ვიცოდეთ რომელი ლიპოპროტეიდების დონე არის მაღალი.
დისტანციურად მკურნალობის დანიშვნა, უშუალო ვიზიტის გარეშე არაკორექტულია.
რეკომენდაციისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს და ჩააყენეთ მკურნალობის მიმდინარეობის კურსში.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში კარდიოლოგთან კონსულტაციაზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა