მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგს:
- რა არის მიკროციტემია;
- მიკროციტემიის სიმპტომები;
- პათოლოგიის დიაგნოსტირება;
- მიკროციტემიის მკურნალობა.
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. მიკროციტემია გულის თანდაყოლილი დაავადების გართულებაა, რაც იწვევს, გულსა და ფილტვში სისხლის არასწორ ცირკულირებას. იმის მაგივრად, რომ სისხლმა მოიცვას ორგანიზმი, ზედმეტი რაოდენობით სისხლი ბრუნდება ფილტვებში, ფილტვის არტერიებში არსებული სისხლძარღვები კი, ვიწროვდება რაც ზრდის წნევას არტერიებში. საბოლოოდ ზიანდება ფილტვის სისხლძარღვები.
მიკროციტემიის სიმპტომებია:
- ციანოზი (კანის სილურჯე);
- სუნთქვის უკმარისობა;
- არითმია (გულის ფრიალი);
- სინკოპე (გულის წასვლის ეპიზოდები);
- თავბრუსხვევა;
- თავის ტკივილი.
მიკროციტემიას იწვევს გულის სტრუქტურის დეფექტი, უფრო კონკრეტულად პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი, რომელიც აკავშირებს მარცხენა და მარჯვენა პარკუჭს.
დაავადების დიაგნოსტირებისთვის შესაძლოა ჩატარდეს მინიინვაზიური პროცედურა გულსა და ფილტვებში წნევის გასაზომად. სხვა ტესტებს მოიცავს:
- ჟანგბადის დონის განსაზღვრა სისხლში;
- გულმკერდის რენტგენოლოგია;
- ელექტროკარდიოგრამა;
- ფილტვის ფუნქციის ტესტი;
- ექოკარდიოგრაფია;
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.
მკურნალობა ძირითადად მიზნად ისახავს ფილტვებში არასათანადოდ მიმართული სისხლის რაოდენობის შემცირებას. ამრიგად, სხეულს მეტი ჟანგბადი მიეწოდება და გულის დატვირთვა მცირდება.
დამატებით მედიკამენტებში შედის შარდმდენები, ანტიკოაგულანტები, ბეტა ბლოკატორები, ხოლო რკინადეფიციტური ანემიის მქონე პირებისთვის – რკინის შემცველი პრეპარატები.
დაავადების მქონე პირებმა თავიდან უნდა აიცილონ დეჰიდრატაცია და ისეთი მდგომარეობები რომლებიც იწვევენ არტერიული წნევის უეცარ ვარდნას, მაგალითად:
- საუნები, ორთქლის ან ცხელი აბაზანები;
- ექსტრემალური ფიზიკური ვარჯიში;
- ორსულობა;
- მაღალმთიან კურორტებზე დასვენება.
კონკრეტულ შემთხვევაში, აუცილებლად საჭიროებთ რეგულარულ სამედიცინო დაკვირვებას, სადაც უნდა ჩაერთონ შემდეგი სპეციალისტები: ჰემატოლოგი, პულმონოლოგი და კარდიოლოგი.
მიჰყევით მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს. ვიმედოვნებთ, კლინიკა, სადაც მკურნალობთ, სარგებლობს თანამედროვე გაიდლაინებით, ითვალისწინებს პროტოკოლით გათვალისწინებულ მკურნალობის მეთოდებს, რაც საშუალებას იძლევა, მაქსიმალურად ეფექტურად იქნეს გამოყენებული მკურნალობის შესაძლებლობები.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/kardiologia-/22
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!