მაღალი წნევა - კარდიოლოგია

კითხვა: გამარჯობათ ვარ 39 წლის მაწუხებს მაღალი წნევები 220 მაქვს გავიკეთე თითქმის ყველა გამოკვლევა თირკმელი ჩიყვი გულიც ყველაფერი ნორმის ფარგლეფში გაქვსო იქნება დამეხმაროთ წინასწარ მადლობას გიხდით
პასუხი:

მოგესალმებით,
თვენს მიერ დასახელებული არტერიული წნევის მაჩვენებელი - 220 ,ნამდვილად საგანგაშოა და სავარაუდოდ თქვენ გაქვთ არტერიული ჰიპერტენზია.
განასხვავებენ ორი ტიპის ჰიპერტენზიას – პირველადს და მეორეულს. პირველ შემთხვევაში დაავადების მიზეზი დაუდგენელია, მეორეული ჰიპერტენზია კი ეწოდება არტერიული წნევის ისეთ მატებას, რომელიც სხვა ორგანოს ან ორგანოთა სისტემის დაავადების შედეგია. ასეთ დროს ჰიპერტენზიის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:

  • თირკმლისმიერი;
  • ენდოკრინული;
  • ნეიროგენული;
  • ჰემოდინამიკური (კარდიოვასკულური, მექანიკური) და ა.შ.

ასეთ შემთხვევაში, ძირითადი დაავადების მკურნალობის გარეშე წნევის მაჩვენებლები ვერ დარეგულირდება.
დღესდღეობით ჰიპერტენზიის სამკურნალო არაერთი მედიკამენტი არსებობს, მაგრამ იმის განსაზღვრა, რომელი წამალი გჭირდებათ, შესაბამისი სპეციალისტის პრეროგატივაა.
სასურველია, დარწმუნებით გამოირიცხოს კარდიოლოგიური პათოლოგიები, რისთვისაც გირჩევთ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში კარდიოლოგთან კონსულტაციაზე.
ჩვენს კლინიკაში ჰიპერტენზიის დიაგნოსტირებისთვის ტარდება შემდეგი კვლევები:

  • ეკგ კვლევა (ელექტრო კარდიოგრამის გადაღება);
  • ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევა;
  • საჭიროების შემთხვევაში 24–საათიანი ჰოლტერმონიტორირება და არტერიული წნევის მონიტორინგი;
  • კალიუმის, კრეატინინის, ლიპიდური სპექტრის განსაზღვრა სისხლში.

თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
საჭიროების შემთხვევაში, დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში ჩაერთვება სხვა სპეციალისტიც.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა