მოგესალმებით,
თითქმის ყველასთვის ნაცნობია სუნთქვის უკმარისობა სირბილის დროს ან კიბეზე სწრაფი ასვლისას მაგრამ, არის შემთხვევები როდესაც ჰაერის უკმარისობა ვითარდება რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, ან სულაც მოსვენების მდგომარეობაში. თუ სუნთქვის უკმარისობა განვითარდა ასეთ სიტუაციებში – ეს ნიშნავს, რომ საქმე სერიოზულადაა.
მიზეზის დასადგენად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ როგორ სწრაფად განვითარდა იგი. ეს შეიძლება მოხდეს მწვავედ – წუთის, საათის, რამდენიმე დღის ფარგლებში ან თანდათანობით – რამდენიმე კვირის, თვის ან წლის განმავლობაში.
ჰაერის უკმარისობის მიზეზი შეიძლება იყოს:
- სიმსუქნე;
- პანიკური ისტერია – ძლიერი განცდების დროს ძლიერდება გულის რითმი და ვლინდება ქოშინი (დისპნეა);
- ანემია;
- ფილტვების დაავადებები;
- კარდიოლოგიური პათოლოგიები და ა.შ.
თქვენს შემთხვევაში, რაკი ფილტვის პათოლოგია გამოირიცხა, გირჩევთ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში კარდიოლოგთან კონსულტაციაზე. საჭიროა ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზური მონაცემების შეჯერება, სპეციალისტი დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ კარდიოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad/31406
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!