მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა შესაძლოა, საქმე ეხებოდეს კარდიოლოგიურ პათოლოგიას. ხოლო, იღლიის ტკივილი წარმოადგენდეს გადაცემით ტკივილს.
ზოგადად კი, იღლიის არეში ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზი გადიდებული ლიმფური კვანძი და მისი ანთებაა.
ლიმფური კვანძები, ლიმფური სისტემის პერიფერიულ ორგანოს წარმოადგენს, ადამიანის იმუნური სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ბიოლოგიური ფილტრის ფუნქციას ასრულებს.
ლიმფური კვანძები ცალკეული ორგანოებიდან და სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან მომავალ ლიმფას ფილტრავს.
აუცილებლია, კონსულტაცია გაიაროთ შესაბამის სპეციალისტთან, რათა თავიდან აირიდოთ მდგომარეობის გაუარესება.
დაზასუტებელია, ტკვილის ზუსტი ლოკალიზაცია, რამდენ ხანს გრძელდება ტკივილი, ხომ არ დაერთვის მას სხვა სიმპტომები, როგორებიცაა: სიმძიმის, დაჭერის ან დაპრესვის შეგრძნება, სუნთქვის უკმარისობა და ა.შ.
პირველ რიგში სასურველია, კონსულტაცია გაიაროთ კარდიოლოგთან, რომელიც საჭირო კლინიკური კვლევების ჩატარების შემდეგ, დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ მკურნალობას.
შეგიძლიათ ამ მიზნით, მომართოთ ჩვენს კლინიკას, სადაც აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ კარდიოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლება.
აქციის შესახებ, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და აქციაზე ჩასაწერად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა გახლავართ 35 წლის ერთი კვირის წინ ამტკივდა მარცხენა მხარეს მკერდის ერთი ნაწილი და იღლიაშიც მტკივა ხელის დადებით რო ვწვები იმ მხარესაც მაწუხებს და რა შეიძლება იყოს?
პასუხი: