მოგესალმებით,
არტერიული წნევის ცვლილებას, როდესაც ის მყარად მომატებულია, არტერიული ჰიპერტენზია ჰქვია, მის მყარ დაქვეითებას კი არტერიულ ჰიპოტენზიად მოიხსენიებენ.
დასაწყისში წნევის მყარი ცვლილება თითქმის ყოველთვის შეგუებით-თავდაცვითი რეაქციაა, რომელიც მოსალოდნელი პათოლოგიური პროცესის ჩამოყალიბებაზე მიგვანიშნებს.
შესაძლებელია ღებინების შეგრძნებას, თავბრუსხვევასა და მოთენთილობას, სწორედ ჰიპოტენზია განაპირობებდეს.
ზოგადად, ნორმაში პულსური წნევა (სხვაობა სისტოლურ და დიასტოლურ წნევებს შორის) მოსვენებულ მდგომარეობაში 35-50 ვწს შეადგენს. უფრო დაბალი პულსური წნევა, თუ მას მუდმივი ხასიათი აქვს პათოლოგიაა.
გასათვალისწინებელია, რამდენად სწორად იზომავთ წნევას, იდეალურ შემთხვევაში, არ უნდა გქონდეთ მოშარდვის სურვილი, ცოტა ხნით ადრე ადგილი არ უნდა ჰქონდეს საკვებისა და კოფეინის მიღებას, თამბაქოს მოწევას ან ვარჯიშს, ასევე რეკომენდებულია წნევის გაზომვამდე სულ მცირე 5 წუთის მანძილზე დასვენება.
თუ თქვენ სწორად ზომავთ წნევას და მაჩვენებელი 80/50 10 არის, ცხადია საყურადღებოა.
სასურველია პირველ რიგში გამოირიცხოს კარდიოლოგიური პრობლემები, ამიტომ გირჩევთ მიმართოთ კარდიოლოგს.
შეგვიძლია შემოგთავაზოთ, ჩვენს კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, სრულ კარდიოლოგიურ გამოკვლევაზე ფასდაკლება, დეტალური ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულს: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad
რაც შეეხება, მენსტრუალური ციკლის დარღვევებს, აუცილებელია გაიაროთ გინეკოლოგთან კონსულტაცია.
ხოლო, წელის ტკივილის შემთხვევაში, შესაძლოა ტკივილები ერთ პრობლემას უკავშირდებოდეს, ან ჩართული იყოს პროცესში სხვადასხვა სეგმენტი და ორგანო.
თუმცა ობიექტური შეფასების გარეშე ტკივილის წარმოშობის მიზეზს ვერ დავაზუსტებთ .
გაცნობებთ, რომ ჩვენს კლინიკაში ტარდება უფასო კონსულტაციის დღეები, აქციის ფარგლებში, შეგიძლიათ მობრძანდეთ ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ პარასკევს.
ჩვენი კლინიკა არის მულტიპროფილური, გვყავს ყველა სპეციალისტი, რაც დაგეხმარებათ იმაში ,რომ არ მოგიწევთ სხვადასხვა კლინიკაში ვიზიტების განხორცილება.
ჩვენი მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი კი, აუცილებელად დაგეხმარებათ დიაგნოსტირებასა და მკურნალობის სწორი მეთოდის დაგეგმვაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !