მოგესალმებით,
თქვენი მეუღლის პათოლოგიას ეწოდება ძილის აპნოე .ეს არის ძილის დროს უნებლიედ სუნთქვის გაჩერება, რომელიც განპირობებულია სასუნთქი გზების ობსტრუქციით. ძილის აპნოეს ახასიათებს ხმაურიანი სუნთქვა, ღამით სუნთქვის გაჩერება რამდენიმე წამით და კვლავ სპონტანურად აღდგენა, ღამით გამოღვიძების ხშირი ეპიზოდები, პირის სიმშრალე, დილით თავის ტკივილი, გაღიზიანებადობა, ძილიანობა დღის განმავლობაში.
რეკომენდებულია:
- წონაში დაკლება, რომელიც მკვეთრად აუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას;
- რეგულარული ვარჯიში, უპირატესობა ენიჭება სიარულს ;
- რეკომენდებულია მუცელზე ან გვერდზე ძილი - ძილის ეს პოზა ამცირებს სასუნთქი გზების ობსტრუქციის განვითარებას;
- თამბაქოს აკრძალვა - მისი მოხმარება კიდევ უფრო აძლიერებს ძილის აპნოეს;
- ძილის წინ არ მიიღოს თქვენმა მეუღლემ ალკოჰოლი ან სედაციისთვის განკუთვნილი მედიკამენტები, რადგან ხელს უწყობენ სასუნთქი კუნთების რელაქსაციას.
აპნოეს გამომწვევი ერთ–ერთი მიზეზი ადენოიდების შეშუპებაა, რომლის დროსაც რეკომენდებულია ადენოტომია.
როგორც მოგვითხრობთ, პაციენტი ბრძანდებოდა ოტო–რინოლარინგოლოგთან და გამორიცხა ცხვირის ღრუს პათოლოგიები. შესაბამისად, სასურველია გამოირიცხოს გულ–სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებიც, ამიტომ კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ სრულ კარდიოლოგიურ კვლევას ფასდაკლებით, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad
ამის შემდეგ კი გირჩევთ გამოიყენოთ სპეციალური მოწყობილობა,რომელიც უშუალოდ ასეთი პრობლემების დაძლევისთვის არის შექმნილი, როგორიცაა სასუნთქ გზებში დადებითი წნევის შემქმნელი აპარატები, ყბის პრთეზები – ფიქსატორები .
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშრიდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!