მოგესალმებით,
როგორც მოგვითხრობთ გაქვთ საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგია. აღნიშნული დაავადების ორ დამოუკიდებელ ჯგუფს გამოყოფენ. დაავადებებს, რომელთა დროსაც ზიანდება სახსრის ქსოვილი. ესენია:
- ართრიტები (სახსრის ანთება);
- არაანთებითი დაავადებები;
- სახსარშიდა მოშლილობები;
- ოსტეოართროზები;
- ანკილოზები;
- თანდაყოლილი ანომალიები.
რაც შეეხება მაღალ წნევას, მოგახსენებთ.
ჰიპერტენზია
თქვენი წნევის მაჩვენებლთა მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თქვენ გაქვთ არტერიული ჰიპერტენზია.
დაავადება იშვიათად იწყება 30 წელზე ახალგაზრდა და 60 წელზე უფროსი ასაკის პირებში. მყარი სისტოლური არტერიული ჰიპერტენზია ახალგაზრდებში წარმოადგენს საფუძველს მეორადი, განსაკუთრებით რენოვასკულური ჰიპერტენზიის ძიებისა.
განასხვავებენ ორი ტიპის ჰიპერტენზიას – პირველადს და მეორეულს. პირველ შემთხვევაში დაავადების მიზეზი დაუდგენელია, მეორეული ჰიპერტენზია კი ეწოდება არტერიული წნევის ისეთ მატებას, რომელიც სხვა ორგანოს ან ორგანოთა სისტემის დაავადების შედეგია. ამ დროს ძირითადი დაავადების მკურნალობის გარეშე წნევის მაჩვენებლები ვერ დარეგულირდება.
დღესდღეობით ჰიპერტენზიის სამკურნალო არაერთი მედიკამენტი არსებობს, მაგრამ იმის განსაზღვრა, რომელი მათგანი გჭირდებათ, შესაბამისი სპეციალისტის პრეროგატივაა.
კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ კარდიოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad
კვლევის შემდეგ, გვექნება შესაძლებლობა, რომ დაგინიშნოთ შესაბამისი მკურნალობა.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!