ფიზიოლოგიურად, გულისცემის სიხშირე იმატებს ფიზიკური დატვირთვის პირობებში. ზრდასრული ადამიანის ნორმალური პულსი შეიძლება იყოს წუთში 60-დან 80-მდე, სპორტსმენებში 40-დან 60-მდე, ასაკოვან და დასუსტებულ ადამიანებში გულისცემამ შეიძლება წუთში 90-100-მდე მიაღწიოს.
სუნთქვის გაძნელება და უკმარისობა შესაძლოა, დაკავშირებული იყოს როგორც ნევროლოგიურ, ისე ალერგიულ და კარდიულ მიზეზებთან.
გირჩევთ, მობრძანდეთ კლინიკაში კარდიოლოგთან კონსულტაციის მიზნით, საჭიროა ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზური მონაცემების შეჯერება, სპეციალისტი დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
ასევე, კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ კარდიოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad
თუ გამოირიცხება ამ სპეციალობის პათოლოგიები, მკურნალობაში ჩაერთვება ნევროლოგი.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!