მოგესალმებით,
- თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის არტერიული ჰიპერტენზია;
- რა არის იდიოპათიური ჰიპერტენზია;
- წნევის სწორად გაზომვა;
- რა კრიტერიუმებს ითვალისწინებს ექიმი დიაგნოსტირებისთვის;
- კარდიოლოგიური აქცია.
არტერიული ჰიპერტენზია თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს სამედიცინო პრობლემად მიიჩნევა.
არტერიული წნევა ძალაა, რომლითაც სისხლი სისხლძარღვებს ეჯახება. როცა ეს ძალა მეტისმეტად დიდია, გულს გაძლიერებული მუშაობა უხდება, რაც სისხლძარღვებს აზიანებს და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის განვითარების რისკს წარმოშობს. საშიშროება ემუქრება ყველა ორგანოს, რომლამდეც სისხლძარღვი მიდის და ვინაიდან ყველა ორგანო ასეთია, არტერიული ჰიპერტენზია მთელ ორგანიზმს უქადის საფრთხეს.
არტერიულ ჰიპერტენზიად ითვლება მდგომარეობა, როდესაც სისტოლური წნევა 140 მმ ვწყ. სვ ან უფრო მაღალია, ანდა დიასტოლური წნევა უტოლდება ან აღემატება 90 მმ ვწყ.სვ-ს. არტერიული ჰიპერტენზიის ასიდან 90-95 შემთხვევაში მიზეზი დაუდგენელი რჩება. ამას პირველადი, ესენციური ან იდიოპათიური ჰიპერტენზია ეწოდება.
ჰიპერტენზიულ პირებში, განსაკუთრებით კი 50 წელს გადაცილებულებში, პირველი რიგის ამოცანა სისტოლური წნევის კონტროლის მიღწევაა. სამიზნე არტერიულ წნევად ანუ იმ წნევად, რომელსაც უნდა მივაღწიოთ და შემდეგ შევინარჩუნოთ, მიჩნეულია <140/90 მმ ვწყ.სვ, რადგან ამ შემთხვევაში კარდიოვასკულური დაავადებების განვითარების ალბათობა საგრძნობლად მცირდება.
აუცილებელია, დაისვას არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზი. დიაგნოზი დაისმის, როდესაც მინიმუმ ორჯერ ერთკვირიანი შუალედით გადამოწმებისას არტერიული წნევა ნორმულ მაჩვენებლებს აღემატება. ამის შემდეგ ჰიპერტენზიის ხარისხისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სხვა რისკფაქტორთა თანაარსებობის საფუძველზე ვადგენთ მკურნალობის სტრატეგიას.
გასათვალისწინებელია, რამდენად სწორად იზომავთ წნევას.
როგორ გავიზომოთ წნევა
წნევის გაზომვა სასურველია ერთსა და იმავე დროს, რადგანაც ადამიანს დღის განმავლობაში არტერიული წნევის დაახლოებით 100 000 განსხვავებული მაჩვენებელი უფიქსირდება. შესაბამისად, ერთჯერადი გაზომვის მაჩვენებელი შეფასებისათვის არ გამოდგება.
- არტერიული წნევის გაზომვის წინ საჭიროა დასვენება არანაკლებ 5 წუთი;
- გაზომვის დროს უნდა დაჯდეთ და მიეყრდნოთ სკამის საზურგეს, და უძრავი ხელი მოხერხებულად დადოთ მაგიდაზე;
- მანჟეტი წინამხარზე უნდა იყოს შემოხვეული გასაბერი ნაწილის ცენტრით პირდაპირ მხრის არტერიაზე, ხოლო მანჟეტის ქვედა კიდე უნდა იყოს იდაყვის ნაღუნის ზემოთ დაახლოებით 2-3 სმ-ზე;
- ფეხები გაზომვის დროს არ უნდა იყოს გადაჯვარედინებული;
- ტერფები უნდა იდოს იატაკზე;
- შარდის ბუშტი არტერიული წნევის გაზომვის წინ უნდა დაცარიელდეს;
- მხარზე არ უნდა იყო შემოჭერილი ტანსაცმელი (მითუმეტეს დაუშვებელია ტანსაცმლიდან გაზომვა);
- განმეორებით გაზომვამდე უნდა გავიდეს 1 წუთი.
დიაგნოსტირებისთვის ექიმი ითვალისწინებს დაავადების სტადიასა და კლინიკურ ფორმას, გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან გართულებების არსებობას (სტენოკარდია, გულის უკმარისობა, გულის რიტმის დარღვევა), სხვა ორგანოების ფუნქციის დარღვევებს (სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, ბრონქოსპაზმი და ა.შ.).
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ სრულ კარდიოლოგიურ კვლევაზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!