მოგესალმებით,
შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
მიტრალური სარქველის ნაკლოვანება – ეს არის მანკი, რომლის დროსაც დიასტოლის პერიოდში აორტული სარქველი ბოლომდე არ იხურება და აორტაში გადასროლილი სისხლის ნაწილი უკან, მარცხენა პარკუჭში ბრუნდება. მანკის გამომწვევი შესაძლოა იყოს : რევმატიზმი, გახანგრძლივებული სეფსისური ენდოკარდიტი, სიფილისი, ათეროსკლეროზი, რევმატოიდული ართრიტი.
დაავადება შესაძლოა დიდხანს მიმდინარეობდეს ჩივილების გარეშე. არცთუ იშვიათად გულის მიდამოში აღმოცენდება სხვადასხვა ხასიათის ტკივილი, ზოგჯერ გახანგრძლივებული, განსაკუთრებით დატვირთვის დროს. აღინიშნება გულისცემის შეგრძნება, პულსაცია კისრის მიდამოში, მოგვიანებით ქოშინი.
დამახასიათებელია სიფითრე, კისრის არტერიების პულსაცია.
თქვენს მიერ აღწერილ სიმპტომებს კი, არითმია ეწოდება და გულის მუშაობაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს.
გირჩევთ, დროულად მიმართოთ სპეციალისტს, რათა თავიდან აირიდოთ აორტის სარქვლის ნაკლოვანებით გამოწვეული, გულის უკმარისობა.
ჩვენი კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ, კარდიოლოგის კონსულტაციასა და ელექტროკარდიოგრამას სრულიად უფასოდ ! ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31466/mkholod-erti-tvit-ufasod-gtavazobt-kardiologis-konsultaciasa-da-eleqtrokardiogramas-
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !