მოგესალმებით,
თქვენს მიერ დაახელებული სისხლჩაქცევები შესაძლოა, გამოწვეული იყოს მიკროტრავმებით, ან უკავშირდებოდეს სისხლძარღვთა კაპილარების მომატებულ განვლადობას, რომლის მიზეზი კი მრავალნაირია. ამ შემთხვევაში აუცილებელია ისეთი დაავადებების გამორიცხვა, რომელიც დაკავშირებულია სერიოზულ სომატურ დაავადებებთან.
როგორც მოგვითხრობთ, ბრძანდებოდით ანგიოლოგთან და ამ სპეციალობის პათოლოგია გამოირიცხა, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, კონსულტაცია გაიაროთ ჰემატოლოგთან და ჩაიტაროთ სისხლის გამოკვლევა, რისთვისაც საუკეთესოა ჩვენი კლინიკის ჰემატოლოგიური ლაბორატორია. აქ ტარდება როგორც კლინიკური ანალიზი, ისე სისხლის შედედების სისტემის სრულფასოვანი კვლევა.
რაც შეეხება დაბალ წნევას მოგახსენებთ.
ჰიპოტენზია
არტერიული წნევის მყარ დაქვეითებას არტერიული ჰიპოტენზია ეწოდება.
დასაწყისში წნევის მყარი ცვლილება თითქმის ყოველთვის შეგუებით-თავდაცვითი რეაქციაა, რომელიც მოსალოდნელი პათოლოგიური პროცესის ჩამოყალიბებაზე მიგვანიშნებს.
შესაძლებელია, თავბრუსხვევა, სისუსტე და წონასწორობის დარღვევა, სწორედ ჰიპოტენზიიდან გამომდინარეობდეს, თუმცა დაზუსტებით ვერ მოგახსენებთ.
აშკარაა, რომ საქმე სერიოზულია და უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში კარდიოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ანამნეზის და კლინიკურ–ლაბორატორიულ კველვების შემდეგ დაისმევა შესაბამისი დიაგნოზი და დაგენიშნებათ მკურნალობა.
ასევე, კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ გულ–სისხლძარღვთა სისტემის სრულყოფილი კვლევა ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!