მოგესალმებით,
ზოგადად, ჭარბოფლიანობა ანუ ჰიპერჰიდროზი, არსებობს ორი სახის ,არის ფიზიოლოგიური ან პათოლოგიური.
ფიზიოლოგიური ჰიპერჰიდროზი წარმოადგენს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას და იცავს ორგანიზმს გადახურებისაგან. იგი შეიძლება გამოწვეული იყოს : ემოციური განცდებით, ტკივილით, საკვებით. ჰაერით და ა.შ.
ხოლო, პათოლოგიური ჰიპერჰიდროზი – ეს არის არაადეკვატური ოფლდენა, რომელიც ერთჯერადი ფაქტორებით არაა განპირობებული.
ჭარბოფლიანობა სხვადასხვა დაავადების სიმპტომს წარმოადგენს, მაგალითად:
- ენდოკრინული დაავადებები;
- ნერვული სისტემის და ფსიქოემოციური სფეროს პათოლოგიები;
- ინფექციური დაავადებები;
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;
- თირკმელების დაავადებები;
- ავთვისებიანი სიმსივნეები;
- გენეტიკური დაავადებები;
- ალკოჰოლიზმი, ნარკოტიკული საშუალებების მოქმედება, სოკოთი და ფოსფორორგანული ნივთიერებებით მოწამვლა.
- ანტიპერსპირანტები და დეოდორანტები;
- კოფეინი და ა.შ.
მოგცემთ რამოდენიმე რეკომენდაციასაც:
- ჩაიცვას ბუნებრივი მასალის წინდები, – საზოგადოდ, ტანსაცმელი;
- საკვებ მენიუში შეამცირეთ ნიორი და ხახვი.
როგორც მოგვითხრობთ, დედას შემთხვევაში, გამოირიცხა გინეკოლოგიური და ენდოკრინული პრობლემები.
დისტანციურად, თუ რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი, რთულია განვსაზღვროთ.
სასურველია, ასევე გამოირიცხოს კარდიოლოგიური პრობლემებიც. თუმცა ,ასევე საინტერესოა ენდოკრინული პრობლემებიდან რომლები იყო განხილული – გამოკვლეული იქნა თუ არა კალციუმის ცვლა ,არის თუ არა პაციენტი მენოპაუზის ასაკში და ა.შ.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში კარდიოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტური გასინჯვისა და საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლების ჩატარების შემდეგ, მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას, ხოლო თუ საჭირო იქნება, ექიმი თავად გადაგამისამართებთ სხვა,შესაბამის სპეციალისტთან.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი კლინიკა არის პოლიპროფილური და გვყავს ყველა სპეციალისტი, ხელს შეგიწყობთ და არ მოგიწევთ სხვადასხვა კლინიკებში ვიზიტის განხორციელება.
ჩვენი მაღალკვალიფიცურ ექიმთა გუნდი კი, აუცილებლად დაგეხმარებათ მიზეზის დაზუსტებასა და მკურნალობის სათანადო, ინდივიდუალური მეთოდის შერჩევაში.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ გულ–სისხლძარღვთა სისტემის სრულყოფილი კვლევა, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/25670/chaitaret-sruli-kardiologiuri-gamokvleva-166-laris-nacvlad-99-larad
თუ გადაწყვეტთ კონსულტაციაზე მობრძანებას, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !