სუნთქვის გაძნელება - კარდიოლოგია

კითხვა: გამარჯობა.. მაწუხებს უცნაური რამ , კრგადაც ვერ ვხსნი სიმპტომატიკას . მეწყება უეცრად სუნთქვის დამძიმება ( უჰაერობა არა ოღონდ ) , თითქოს ამოსუნთქვა და ჩასუნთქვა მიჭირს, ამ დროს დავაკვირდი და ხერხემალში კერძოდ კისერთან ვგრძნობ რომ რაღაც ,მფხაჭნის . ხორხში კი ვგრძნობ რომ რაღაც შუპდებასავით ))) დავაკვი რდი რომ ესეთი რამ უფრო მეტად ჯდომნისას ან მოხრილ მდგომარეობაში მემართება.. გარდა ამისა ცხვირიდან , მაქვს ჩადინება სისველის და ესეც მაწუხებს რადგან ყელში გროვდება.. რავი რა შეიძლება იყოს ეს .
პასუხი:

მოგესალმებით,
სუნთქვის გაძნელება დაკავშირებულია ჰიპოქსიასთან – ჟანგბადის დაბალ შემცველობასთან ორგანიზმში ანუ ჰიპოქსემიასთან– ჟანგბადის დაბალ შემცველობასთან სისხლში. აღნიშნული იწვევს სასუნთქი ცენტრის გაღიზიანებას თავის ტვინში. რის შედეგადაც უნებლიედ ხშირდება სუნთქვა და ვითარდება ჰაერის უკმარისობა.
პირობითად გამოყოფენ სუნთქვის გაძნელების 3 სახეს:

  • ინსპირატორული ქოშინი ( გაძნელებულია შესუნთქვა)– უფრო მეტად დამახასიათებელია გულის დაავადებებისთვის;
  • ექსპირატორული (გაძნელებულია ამოსუნთქვა),– ხშირად ხდება ბრონქული ასთმის დროს;
  • შერეული ქოშინი ( გაძნელებული შესუნთქვაც და ამოსუნთქვაც) –დამახასიათებელია სხვადასხვა პათოლოგიისთვის.

გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ გაქვთ ყელში სისველის ჩადინება, შესაძლოა, მიანიშნებდეს ჰაიმორიტის ან ფრონტიტის არსებობაზე, რაც ოტო–რინო–ლარინგოლოგის პრეროგატივაა.
გირჩევთ, მობრძანდეთ კლინიკაში კარდიოლოგთან კონსულტაციაზე. საჭიროა ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზური მონაცემების შეჯერება, სპეციალისტი დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
ასევე თქვენი ჩივილებიდან გამომდინარე შესაძლოა, კონსულტაცია დაგჭირდეთ ნევროლოგთან.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია, შემოგთავაზოთ გულ–სისხლძარღვთა პათოლოგიების კვლევებზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad 

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა