კითხვა: გამარჯობა ვარ 16 წლის,1 თვეა რაც ესეთი სიმპტომები დამეწყო:გულის აჩქარება,გულის ცემას ვგრძნობ ხელებში,ფეხებში,ზურგში ასევე კუჭის თავთან და ჭამის შემდეგ ფეთქვა მუცლის,რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს ყველაფერი?
პასუხი:

მოგესალმებით,
ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის არითმია;
  • ანამნეზური მონაცემები;
  • არითმიის სიმპტომები;
  • დიაგნოსტირების მეთოდები.

დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა, სავარაუდოდ, ჩივილის მიზეზია არითმია. ეს არის დაავადებათა ჯგუფი, რომლის დროსაც გულის რითმი დარღვეულია.
ზოგადად, ყველა კარდიული პათოლოგია განპირობებულია ერთი ან რამდენიმე მექანიზმით, რაც მოიცავს იმპულსის წარმოქმნისა და იმპულსის გატარების დარღვევებს.
არითმიების მრავალ ფორმას, არ აქვს სიმპტომები, თუმცა, თუ გამოიხატა, პაციენტს აქვს შემდეგი შეგრძნებები:

  • საკუთარი გულისცემის შეგრძნება;
  • გულისცემას შორის ჩავარდნა, გამოტოვება, ან პაუზა;
  • გულის ფრიალი.

თქვენს შემთხვევაში დასაზუსტებელია, ჩივილის ხანგრძლივობა, ასევე სასურველია, ვიცოდეთ და კლინიცისტურად დადგინდეს, ადრე თუ გქონდათ მსგავსი ეპიზოდები, გულის აჩქარება რეგულარულია თუ არარეგულარული, ხომ არ ახასიათებს თანდათანობითი აჩქარება და შენელება, ან ხომ არ დაერთვის მას ისეთი ჩივილები, როგორიცაა:

  • სუნთქვის გაძნელება;
  • დისკომფორტი გულ-მკერდის არეში;
  • დისპნოე;
  • სინკოპე.

aritmia

რაც შეეხება მუცლის მიდამოში ფეთქვის შეგრძნებას, დასაზუსტებელია, ხომ არ იცავდით ე.წ. დიეტას, შესაძლოა ბოლო ხანებში წონაში საგრძნობლად დაიკელით, რის გამოც დაიწია მუცლის წინა კედელმა, მიუახლოვდა ხერხემალს და ამიტომ გრძნობთ აორტის პულსაციას, რომელიც მუცლის ღრუში მდებარეობს ხერხემლის სიახლოვეს.
მკურნალობა მაპროვოცირებელი ფაქტორების კორექციაზეა მიმართული, შესაბამისად, დიფერენციული დიაგნოსტირება და სათანადო კვლევების ჩატარება აუცილებელია.
დიაგნოსტირებისთვის ტარდება შემდეგი კლინიკური კვლევები:

ჩატარებულ გამოკვლევათა საფუძველზე კი, შეირჩევა და განისაზღვრება ყველაზე ეფექტური მკურნალობის სტრატეგია.
გირჩევთ, დახმარებისთვის მიმართოთ ოჯახის წევრებს და გაესინჯოთ კარდიოლოგსა და გასტროენტეროლოგს. ასევე მნიშვნელოვანი იქნება ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა