მოგესალმებით,
გულის პარკუჭთა ნაადრევი რეპოლარიზაცია, ეს არის ელექტროკარდიოგრაფიული თავისებურება, რომელიც, როგორც წესი, ითვლება უწყინარ გამოვლინებად. თუმცა, ამ სინდრომის მქონე პაციენტებში, არცთუ იშვიათად, ვითარდება სხვადასხვა, მათ შორის სიცოცხლისთვის საშიში არითმიები.
გულის რიტმის დარღვევების დროული გამოვლენა საშუალებას იძლევა დიფერენცირებული და გამართლებული ეფექტური მკურნალობის ჩატარებისა, რასაც საბოლოო ჯამში მივყავართ ლეტალობის და ფატალური გართულებების შემცირებამდე.
მკურნალობის ისეთი თანამედროვე მეთოდი როგორიცაა კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია საშუალებას იძლევა, თავიდან ავირიდოთ ფატალური რისკები.
ოპერაციულ მკურნალობამდე კი, რა თქმა უნდა აუცილებელია, პაციენტის გულის სტრუქტურულ-ჰემოდინამიკური მაჩვენებლების შესწავლა.
გირჩევთ, მიჰყევით მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს. ხოლო თუ გსურთ მოისმინოთ ჩვენი კლინიკის სპეციალისტის მოსაზრება, შეგიძლიათ მობრძანდეთ კარდიოლოგთან კონსულტაციაზე.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული კვლევების პასუხები.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/22
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!