კო–ამლესა, ჰიპერტენზია - კარდიოლოგია

კითხვა: ვიღებ წნევის წამალს კოამლესას 8+5+2,5 აქამდე ნორმალურად ვიყავი,ეს რამდენიმე დღეა 180/80 მაქვს წნევა,კაპტოპრილითაც ვერ დავიწიე,ვარ ცუდად,რა ვქნა? წეღანაც გამოვგზავნე წერილი,სიმბოლოებს სწორად ვწერ,მაგრამ არასწორიაო,მატად აღარ მოგწერთ
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენ ესაუბრეთ ჩვენს ოპერატორს, სადაც აღნიშნეთ რომ მიიღეთ არაერთი დასახელების „წნევის დამწევი“ საშუალება, მიუხედავად ამისა ნიშნული ისევ მაღალია და თავსაც შეუძლოდ გრძნობთ.
კო-ამლესა გამოიყენება სისხლის მაღალი წნევის კომბინირებული თერაპიისათვის. იგი შეიცავს სამ აქტიურ ნივთიერებას: პერინდოპრილს, ინდაპამიდს და ამლოდიპინს.
რეკომენდებული დოზა შეადგენს დღეში ერთ ტაბლეტს!
ჰიპერტენზია კი, წარმოადგენს გულის, თავის ტვინისა და თირკმლების სისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარების უმთავრეს რისკ–ფაქტორს.
არტერიული ჰიპერტენზიისთვის დამახასიათებელია წნევის უეცარი, მკვეთრი მომატება ხანმოკლე ვადით – ჰიპერტონული კრიზი, რომლის დროსაც საჭირო ხდება სასწრაფო ჩარევა.
არტერიული წნევა უნდა დაქვეითდეს თანდათანობით, ვინაიდან წნევის სწრაფმა დაწევამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტვინის, გულისა და თირკმლების სისხლმომარაგების დარღვევა.
ჰიპერტენზიის ფონზე შესაძლოა, განვითარდეს გულის უკმარისობაც, ამიტომ ,რისკის თავიდან აცილების მიზნით , თუ ამ დროისთვის, თქვენი მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა, უმჯობესია გამოუძახოთ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს, ხოლო თუ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა საჭირო გახდება, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც ჩვენი გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმები გაგიწევენ კვალიფიციურ მომსახურებას.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა