პერიკარდიუმის ეფუზია - კარდიოლოგია

კითხვა: გამარჯობა.გული მიხდება ცუდად.ერთგან ჩავიტარე კვლევები და მითხრეს პერიკარდში სითხე გაქვსო.მესამე დგღეს ჩაფიძეში კი ყველაფერი ნორმაზე მქონდა.გავიკეთე 24საათიანი წნევის მონიტორინგი .გულის რიტმი გაქვსო დარღვეული.წნევა და პულსიც ჩადგა ნორმაში .გული კი ისევ ცუდად მიხდება.ხანდახან წამომახველებს.მე ვფიქრობ რომ ეს გულის უკმარისობაა.Fთ4მაქვს ნორმაზე დაბალი.
პასუხი:

მოგესალმებით, 

პერიკარდიუმის ანთება – პერიკარდიტი ვითარდება დაავადების, დაზიანების ან ანთებითი დარღვევების დროს. პერიკარიუმის ეფუზია ხშირად სწორედ ამ ანთებითი პროცესის შედეგია.

როცა სითხის რაოდენობა გადააჭარბებს პერიკარდიუმის ღრუს ლიმიტებს, ეფუზია წნევით აწვება გულს, აუარესებს შეკუმშვის ფუნქციებს. მკურნალობის გარეშე, ეფუზია იწვევს გულის უკმარისობას.

პერიკარდიუმის ეფუზია ასევე შეიძლება განვითარდეს, როცა სითხე ღრუდან ვერ გაედინება ან გროვდება სისხლი გულის გარშემო. უცნობია, როგორ იწვევს ზოგიერთი დაავადება ეფუზიას, ხშირად მიზეზი ვერც დგინდება.

თქვენს მიერ აღნიშნულ ხველებასაც, ვფიქრობთ სწორედ პერიკარდიტი იწვევს.

მწვავე ექსუდაციური პერიკარდიტის დიაგნოზს ჩივილებისა და გასინჯვის შედეგების მიხედვით სვამენ.

დიაგნოზის დაზუსტების საშუალებას იძლევა ინსტრუმენტული გამოკვლევა: ექოკარდიოსკოპია, ეკგ და რენტგენოგრაფია. რენტგენოგრამაზე გულის სილუეტი გადიდებულია, აქვს სამკუთხედის, ტრაპეციის ან ბოთლის ფორმა. პერიკარდიუმის ღრუში სითხის არსებობას ადასტურებს პერიკარდიოცენტეზი, ამოღებული სითხის გამოკვლევა კი იმ მიზეზის დადგენაში დაგვეხმარება.

რაც შეეხება მკურნალობას,  ერთადერთი ეფექტური საშუალება  სითხის ევაკუაციაა.

მიმართეთ მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში კარდიოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზური მონაცემების საფუძველზე განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.

ასევე, შემოგთავაზებთ სრულ კარდიოლოგიურ კვლევებს, უპრეცედენტოდ დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად,  დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა